
28 იანვარს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "მორიერენსესთან".
"ნასიონალმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულაღა აშორებს.
"ნასიონალის" მწვრთნელმა კოშტინიამ არაბიძე 81-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
არაბიძემ ჩემპიონატის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად შეცვლაზე შეჰყავთ.
შემდეგ ტურში, 3 თებერვალს "ნასიონალი" სეტუბალის "ვიტორიას" უმასპინლებს.