
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 21-ე ტურში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" ლისაბონში 0:10 განადგურდა "ბენფიკასთან".
მატჩს, რომელსაც 54 810 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა.
არაბიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო.
"ნასიონალი" 18-გუნდიან ჩემპიონატზე 20 ქულით მე-16 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას.
"ნასიონალი" 16 თებერვალს, შემდეგ ტურში "ფეირენენსეს" უმასპინძლებს.