
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში ვატო არველაძის გამოძახებას გამოეხმაურა.
"ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება!", - წერს შოთა "ფეისბუქზე".

ვატო შოთას ძმის, რევაზ არველაძის შვილია. შეგახსენებთ, რომ ვატო არველაძემ "კორონას" შემადგენლობაში "ვისლასთან" გასულ უქმეებზე დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი 2:6 დამარცხდა.