![](https://sportall.ge/pictures/image5/7e2c1595ca17dedcb684742ddfd864bb.jpg)
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში ვატო არველაძის გამოძახებას გამოეხმაურა.
"ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება!", - წერს შოთა "ფეისბუქზე".
![ისტორია გრძელდება! - შოთა არველაძე ვატოს ნაკრებში გამოძახების ამბავს გამოეხმაურა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7caf9ae26d657cb6101e6ee3b6db582a.jpg)
ვატო შოთას ძმის, რევაზ არველაძის შვილია. შეგახსენებთ, რომ ვატო არველაძემ "კორონას" შემადგენლობაში "ვისლასთან" გასულ უქმეებზე დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი 2:6 დამარცხდა.