ვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 19 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის გამო ჩვენი გუნდის განაცხადში, შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვის, არ არის, თუმცა "გენტმა" დღეს, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრისთვის 18-კაციან სიაში შეიყვანა.

"ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია, მასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას "გენტთან" ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ჩვენმა ექიმმაც გასინჯა ის, სიტუაცია მარტივი არ არის. მას მუხლი აქვს შესიებული და ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ოპერაცია?

გიორგი 2 დღე მუშაობდა პირველ გუნდთან
ერთად. ვნახოთ, იქნება თუ არა დღეს საბოლოო განაცხადში. მას ასპროცენტიანი სათამაშო კონდიცია არ აქვს. ჩაკვეტაძე უნიჭიერი მოთამაშეა, 19  წლის ასაკში ნაკრების წამყვანი მოთამაშე და ბომბარდირია. დარწმუნებული ვარ, სიტუაციას ნათელი მოეფინება." - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს, 27 მარტს კი ირლანდიის ნაკრებს დუბლინში დაუპირისპირდება.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველოს ნაკრებში - არა, "გენტში" - კი: გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ორი თვეა ბიჭი უთამაშებელია და ტრამვირებული, და ამშუა გულ ევროპაში ამდენი ხნის განმავლობაში ის ვერ გაარკვიეს, საოპერაციოა თუ არა? ქუთაისში აღარ უჭირთ დიაგნოზი და ევროპაში ვეღარ დაადგინეს? ალბათ ასკურავას მალამოებით მკურნალობენ. 2 თვე რომ მუხლი არ დაცხრება, საოპერაციო რომაა ხაბაზი მიხვდება შე კაცო და ამდენხანს გაეკეთებია, ეხლა ფეხზე იქნებოდა, ასე რამდენჯერაც გავა მინდორზე , იმდენად უარესი მაგისთვის, მასე მოსპეს ყენია შალკეში. ხოდა მაგიტომაც თქვა ვაისმა ის, რაც თქვა, ალბათ. აბა მეტი რა?
ვასო
10:23 18-03-2019
1
შენი ლოგიკის მიხედვით საერთოდ შეშვას ფეხბურთს ჯობია და ფეხები დაითბილოს და დაწვეს.დ
bukikio-ს
23:41 17-03-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0