საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 18 მარტს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), თორნიკე
ოქრიაშვილი.

გიორგი ქვილითაიამ ("გენტი", ბელგია) და ვატო არველაძემ ("კორონა", პოლონეთი) სატრენაჟორო დარბაზში ინიდივიდუალურად ივარჯიშეს.

Sportall.Ge

ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს, კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში სულ 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია ("მაგდებურგი", გერმანია), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი), ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

Sportall.Ge

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, საქართველოსა და შვეიცარიას შორის, 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდით ბიჭებო, დაიხარჯეთ ბოლომდე და გაგვახარეთ!!!
ირაკლიუსი
10:13 19-03-2019
1
წარმატებები საქართველოს ნაკრებს, თქვენი იმედი გვაქ ბიჭებო
irakli
10:18 19-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული