გიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კომენტარი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.

"დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია
როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზარანდიას შანსი არ აქვს, ამ ეტაპზე მაინც თორემ ორივეს აქვს გატანილი გოლები პოლონეთში, აქდან ზარადიას გაცილებით მეტი, მაგრამ - ზარანდიაა და არა არველაძე!
kote
00:03 20-03-2019
6
ქვილითამ უნდა დაიწყოს ძირითადში და თუ მაინც ვერაფერი გააწყო კაჭარავას შემოყვანა გვჭირდება მერე, ძლიერია და მაღალი.. ჩაწოდებებით შეიძლება ცოტათი უკეთესად გამოგვივიდეს რამე.. რავიცი,რავიცი
ზურა
21:56 19-03-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული