"გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სწორედ ამიტომ არ არის განაცხადში.
ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. სამწუხაროა, რომ ქართულ სამედიცინო ჯგუფს ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჯანმრთელდება. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი.
გიორგი ნავალოვსკიმ ერთი კვირაა დაიწყო ვარჯიში. იქნება თუ არა განაცხადში, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, 100 პროცენტით მზად არ იყოს. მის პოზიციაზე შემადგენლობიდან აუცილებლად გვეყოლება ვინმე. გუნდში არიან ლევან ხარაბაძე, ჯიმი ტაბიძე. რა იქნება, მატჩის დღეს
შაქირისა და სეფეროვიჩის არყოფნას რაც შეეხება, ცხადია, გვაქვს ინფორმაცია, რომ შვეიცარიას სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა მათ გუნდში თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ პეტკოვიჩი ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ მათი მოთამაშეები. ასეთი გუნდის წინააღმდეგ რამდენიმე სათამაშო სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.
ჩვენი მინიმალური მიზანია, რომ თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დავიხარჯოთ. სამწუხაროა, რომ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, თუმცა გიორგი ქვილითაიას, ოთარ კაკაბაძის და ჯანო ანანიძის დაბრუნება სასიხარულოა. ჩვენი მიზანია, წარმატებას მივაღწიოთ და საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ.
შემიძლია გითხრათ, რომ ვატო არველაძე და ლევან ხარაბაძე - ორივენი ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ასეთი ბევრია, ზოგი იკარგება, ზოგი იხსნება და ვითარდება. ლევანი 18 წლის ასაკში შვეიცარიაში სტაბილურად თამაშობს, რაც ძალიან კარგია.
ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ პოლონეთის ჩემპიონატში. მან ოთხი გოლი გაიტანა. დაველოდოთ თამაშს, შესაძლოა, მოედანზეც ვიხილოთ.
შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. მსოფლიო რეიტინგში ისინი მეშვიდე ადგილზე არიან. მთავარია, როგორი ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ ამ გუნდთან. ჩვენი მიზანია, მათ ვაჩვენოთ ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია. შვეიცარია არა მარტო ხვალინდელი თამაშის, არამედ ზოგადად, ჯგუფის ფავორიტია.
როგორც ყოველთვის, გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ერთა ლიგაზე, ვგრძნობდით 55 000 ადამიანის მხარდაჭერას. ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარა, ვისაც ტრავმა ჰქონდა.
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. შვეიცარიასაც აკლია შაქირი, სეფეროვიჩი და მეჰმედი. მაინტერესებს, რა რესურსი გვაქვს და ეს შვეიცარიასთან მატჩში გამოჩნდება.
ჩემი კოლეგის სიტყვები, რომ საქართველო რუსულ-ბრაზილიულ სტილში თამაშობს, კარგია, თუმცა შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ", - აღნიშნა ვაისმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს 16:15 საათზე გამართავს.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
"ეს გვაბრაზებს და წელს ამის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ" - ჯაბა კანკავამ The Sun-თან ისაუბრა
ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია
ნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება
გიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს
თა კავშირი იყო.დ ა მხოლოდ დინამო ანახებდა ამ სტილს წარმატებულად ცხადაძესაც ქონდ ამცდელობა და დაიწყო ამის კეთება და ვაისმა ჭკვიანურადც მოიქცა,რომ აერ შეცვალა და გააგძელა წარმატებით ქართული ტექნიკის გამოყენება ბურთის კონტროლში.დისიპლინა ევროპული და შვეიცარის მაგალითი რაD ღირს ჩვენც შეგვიძლია გავარკვიოთ ევროპა.ერტი წარმატება ტურნუირზე და ჩვენებზე მოთხოვნა გაიზდება რაც განაპირობებს წინ სვლას.შვეიცარიამ თამაში ისწავლა ჩვენ მხოლოდ გახსენებ გვინდა:)