ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
ტიპებს ოფლი არ წამოსვლიათ, ცალი ფეხით მოგვიგეს რასაც ქვია... არ უნდა ამას ბევრი ლაილაი, 25ლარის რას ვუყურეთ ძალიან მაინტერესებს.
ქარ
24 მარტი 2019 01:30
1
მოკლედ რა ყველა ქართველმა ნებისმიერ მწვრთნელზე კარგად იცის და ესმის ფეხბურთი, მოკლედ ამ ტოტალიზატორმა ყვეა პროფესორად აქცია, ვაისი კი არა ათი ვაისი ვერ უშველის, სანამ გუნდში არ გეყოლება მინიმუმ ისეთი ფეხბურთელები რომელიც მუდმივად თამაშობენ ნორმალურ ლიგაში და იქაც ლიდერები არ არიან, გადახედეთ შვეიცარიის შემადგენლობას, რა ლოგიკა გაქვთ რომ უნდა მოუგოთ მათ, სადაც ჩვენი დონეა იქ ვიგებთ და სადაც სხვა დონე იქ ვერ ვქაჩავთ, ყველაფერი ლოგიკურია
Dato
24 მარტი 2019 00:42
9
ნეხვშია ქართული ფეხბურთი!!!!!!!!!
ბესო
24 მარტი 2019 04:01
1
ეს რა იყო? რა ტაქტიკა გვქონდა და საერთოდ სად იყო აქ თამაში? პასი სად იყო, სივრცის გახსნა, პრესინგი, დაცვაში ჩაჯდომა თუნდაც, საერთოდ ფეხბურთი იყო ეს რასაც მეორე ტაიმში ვუყურეთ და თუნდაც პირველში? შეტევაში რაც 1 ტაიმის ბოლო წუთებზე გავაკეთეთ ეზოში რომ თამაშობენ იქ არ აკეთებენ, მეორეში საერთოდ რა ხდებოდა. ფუ დამაწყდა ნერვები.
???
24 მარტი 2019 00:30
0
ახალი მწვრთნელი გამოჩნდება 2023 წელს, ნაწინასწარმეტყველებია
ირაკლი
24 მარტი 2019 00:25
1
დ ა ს კ ვ ნ ა - მაყურებელს გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა - აგრესიული, შემტევი ფ ე ხ ბ უ რ თ ი , ვერ უნდა იგუო მოწინააღმდეგე როცა ფლობს ბურთს + მას კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც დაამუშავებს კომბინაციებს ამ ა გ რ ე ს ი უ ლ თამაშში და რომც წავაგოთ - მაყურებელი არ დაგეკარგებათ და + ფსიქიკურად რ ა ტ ო მ ხართ ასე დაფრთხალები ?! ( აშკარად ჩანდა -წაგებულები გამოდით მოედანზე და ბურთის მიკარება - ც არ გინდოდათ (?!)) - ეს იტალიას, ის ესპანეთია ეს გერმანიას, ეს შვეიცარიაა ... ბიჯოოოოოს... ასე რომ ფიქრობდეს ჩვენი რაგბისტები, კალათბურთელები, წყალბურთელები- ასე ავტორიტეტული - წარმატებულები კი არ იქნებოდნენ და ერის დიდი სიყვარული კი არ ექნებოდათ ?! ... სწორად ეს ძლიერი ნაკრებები უნდა დაჯაბნო თუ ტეკნიკით არა - აგრესიით და ფსიქიკით, სულის მოთქმის საშუალებას რომ არ მისცემ, ანუ თამაშის უფლებას ... ასე თუ მიაჩერდით ბურთს, როგორც დღეს ადევნებდით თვალს - დაგვჩება მუდამ უსუსური და უპერსპექტივო , მით უინტერესო ნაკრები (!) - ეს რთული გასაგებია ?!
გლახუნა
24 მარტი 2019 00:19
3
ბატონო ვაის, ეს არც ქართული სტილი იყო, არც რუსული და არც ბრაზილიური მიტუმეტეს.
WTF
23 მარტი 2019 23:52
1
ხარაბაძე რატო არ დააყენა როცა ნახა რომ გაგვიჭირდა ფლანგზე და საერთოდ უსუსური მწვრთნელია გადწყვეტილების მიღებას აგვიანებს ჯანო შეცვლელი იყო და არ შეცვალა ჯანოზე კიარა პრობლემა არ წაუვიდა თამაში შემოეყვანა კიტეიშვილი ან იგივე არაბიძე გადმოემატებინა ნახა ბიჭი "დინეზე"არის მოკლედ ჩაისვარა ვაისმა
კახა
23 მარტი 2019 23:51
4
დააბრუნეთ ცხადაძე,ქართულ ხასიათს უცხოელი ვერ გაუგებს ვერაფერს
zast.
23 მარტი 2019 23:40
12
ეს ტორმუზი რა პონტში ავიკიდეთ. კაცმა 4 წელიწადში ერთი ნორმალური ზამენა საჭირო დროს არ გვაღირსა ბოლოსდაბოლოს, რა ტაქტიკაზე და სტრატეგიაზეა საუბარი. ეს უბანძესი კომენტარი კიდე, თურმე მაგარ ლიგებში თამაშობენ! მაშინ საერთოდ რაღას თამაშობ, წინასწარ თუ ჩახდილი გაქვს.ამას ცხადაძე სჯობდა ასი თავით. მანაც წააგო გერმანიასთან, მაგრამ ფეხბურთი ათამაშა. ამის ხელში ნორმალურ გუნდთან შანსი არ გვაქვს არანაირი, ეხლა ნაღდად დავრწმუნდი, აქამდე მაინც მეგონა ვცდებოდი.
ამატაკი
23 მარტი 2019 23:40
8
ზუსტად მაგას ვიძახი მეც
Emzar Duisburg
24 მარტი 2019 02:07
0
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ ქართველებს ჩვენი ხასიათიდან და ისტორიიდან გამომდინარე გვირჩევნია ვიბრძოლოთ და 5 გოლის ანგარიშით დავმარცხდეთ, ვიდრე უბრძოლველად დავთმოთ თამაშის პირველივე წუთებიდან საკუთარი მოედანი. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ქართული ხასიათი და სტულიც. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ არ მინდა ეხლა კონკრეტულ ადამიანებზე ვისაუბრო, ერთადერთი რასაც მოვითხოვ რომ ეს ყოფილიყოს ბოლო თამაში სადაც უბრძოლველად დავთმეთ თამაში. ქართველი სადაც ბრძოლას დაინახავს იქ წაგებასაც გაიგებს და ნაკლებ კრიტიკას მიიღევთ.
ჯონდო
23 მარტი 2019 23:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული