ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
საქართველოს ნაკრებში არვერთი ფეხბურთელი არ არის ტოპ ჩემპიონატებიდან შვეცარიაში ყველა აქვთ სათამაშო პრაქტიკა და მაღალი კლასი ყველას ჩვენი გუნდის იდეაში ლიდერებიდან 2 უგუნდოათაა ერთს ტრანვაა აქვს 1 სათადარიგოზეაა წერტრალური თავდამსხმელი არ გვყავს და დავუშვათ წავიდა ვაისი ახალი მწვრთნელი გააჩენს ფეხბურთელებს თუ საიდან მოიყვანს?? ობიექტურად ჩვენ ამ დონის გუნდთან მაქსიმუმ უნდა ვიბრძოლოთ ფრისთვის სამწუხაროდ ესაა არსებული რეალობა. ერთადერთი გამიკვირდა კვირკველიას სათადარიგოზე ყოფნა 2-3 ფეხბურთელი გვყავს შედარებით მაღალი დონის და თუ ფრისთვის ვიბრძოდით უფრო სწორი იქნებოდამ ისი ძირითადში დაყენება.
გიორგი
23 მარტი 2019 21:29
9
ხო და კიდევ ყაზახეთის ფეხბურთელები თამაშობენ ინგლისის პრემიერლიგაში და შოტლანდიის ფეხბურთელები ჭ ლიგაში, იმიტომაც წააგეს ყაზახეთთან 3
:0. აქ ვინ სად თამაშობს იმაზე კი არაა საუბარი, არამედ ვინ როგორ თამაშობს, გაახილეთ ცოტა თვალები.
23 მარტი 2019 22:37
0
ფეხბურთელები რომ არ გვყავს რა მისით გახდებიან ლიდერები? რა მიაკვდა ამ კაჭარავას ,რა აღარ უნდა Gაახალგაზრდაოს გუნდი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 23:07
1
პატივცემულ კრიტიკოსებს მინდა ვკითხო - დღემდე საქარVელოს ნაკრებში რომელმა მწვრთნელმა გაამართლა? ჩამოგივლით: ძოძუაშვილი, ყიფიანი, ჩივაძე, ხურცილავა, ბოსკამპი, კუპერი, ჟირესი, ტოპმიოლერი, ქეცბაია - ვინმე, ხომ არ გამორჩა - ამდენი მწვრთნელიდან რატომ ერთმა ვერ გაკეთა ნაკრები - ვაისსისგან რომ ვითხოვთ შედეგს მაიცდამაინც - სხვაგან ხომ არ არის პრობლემა და ჩვენ მაინც მწვრთელში ვეძებთ, ვიმართივებთ სქმეს - შედეგისც სახეზეა.
daviti
24 მარტი 2019 23:49
0
გამოგრჩა - გუცაევი და შუშაკი :)
ზაზა
25 მარტი 2019 00:40
0
ასეთ გუნდებთან საკუთარ მოედანზე პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ. ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ამო
24 მარტი 2019 15:35
0
ჩემი ჯინი გჭირთ თუ რატო არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს?
anti
23 მარტი 2019 22:33
0
კარგად დავფიქრდეთ გვინდა კი ჩვენი გუნდი ევროპაზე რო მოხვდეს? ჩემი აზრით დიდ სირცხვილს ასე ჯობს ისევ ჯგუფში იჯახირონ არაა ჯერ საქართველოში ის თაობა რომ 1981 წელი განგვაცდევინონ ეს საუკუნეში ერთხელ მეორდება და ალბათ კიდე დაჭირდება მრავალი ათწლეული ნეტა ვცდებოდე.
dato
23 მარტი 2019 22:15
5
ეხ ვაის მიუხედავად თქვენდამი ღრმა პატივისცემისა, შემტევი ფეხბურთი კი არა კვირკველიას სკამზე დატოვება იყო თვითმკვლელობა. მაინც მჯერა რო ნაკრები სწორ გზაზე მიგყავს, წარმატებები ჩვენ!!!
elsa
23 მარტი 2019 21:06
25
კომენტარებს გადავხედე და მიკვირს რატო ითხოვთ მოგებას, რითი ჯობია საქართველოს ნაკრები შვეიცარიას? შვეიცარიის ნაკრებს ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია აქვს და მათი მოთამაშეები წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში თამაშობენ. ბოლო ბოლო ისლანდიას და ბელგიას კუდით ქვა ასროლია. ჩვენი მარცხენა ფლანგი მკვდარი იყო დღეს, ნავალოვსკი რომ არ იყო შეტევაც არ გაკეთებულა მარცხენა ფლანგიდან, ყაზაიშვილმა საერთოდ ვერ ითამაშა, როდესაც არ მიდის ფეხბურთელს თამაში უნდა გამოცვალო. ფაქტიურად შემცვლელი ფეხბურთელები არ გვყავს რომ გააძლიერონ თამაში. ცვლილებები არ შეესაბამებოდა თამაშის სცენარს, კაჭარავას გამოყვანა მე მგონი არ იყო ლოგიკური, იგივე სტილის ფორვარდი ყავდა მოედანზე უკვე და ჩემი აზრით არველაძე უნდა შემოეყვანა, თან ნაკრებს შეუთამაშდებოდა. ამ ჯგუფში ვაისის გაკრიტიკება არასწორი იქნება, ჯერ შენების პროცესშია ნაკრები. აი მომავალ წელს ერთა ლიგაზე უფრო ძლიერ ნაკრებებთან (ც ლიგაში) მოგვიწევს თამაში და აი იქ ვნახოთ ვაისის შესაძლებლობები.
anti
23 მარტი 2019 22:01
14
ბატონ ვაისს მემგონი ავიწყდება, რომ ქვეყნის ნაკრები დახურული კერძო კლუბი არ არის და იმ ადამიანებს (გულშემატკივარს) ვისთვისაც ეს თამაში-სანახაობა არის მოგონილი და ვინც სრულად თუ არა დიდწილად ახდენს გადასახადების სახით მისი და ნაკრების შენახვას, ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია რა ხდება ნაკრებში - რატომ არ დაიწყო ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი ძირითადში სოლომონ კვირკველიამ და გაურკვეველი კომენტარი არ გააკეთოს. ასევე, დიდად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელი წლებია დიდი მხარდაჭერის და მოლოდინის მიუხედავად ვაკო ყაზაიშვილი ვერ ამართლებს მოლოდინებს (ბოლოს როდის გაიტანა ოფიციალურ შეხვედრაში გოლი რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა?) და ხომ არ ჯობია სხვას მიეცეს გამოჩენის შანსი/
.........
25 მარტი 2019 11:04
0
პატივცემულო ნაკრები დააყენა და წარმატების გზას ადგა ცხადაძე.როცა მწვრთნელი იწყებს საუბარს ქეცბიასავით ის უნდა წავიდეს.ვაისი უნდა გადადგეს.გზა დაუთმეთ ცხადაძეს
mikheil
25 მარტი 2019 05:07
1
ძალიან სუსტი მწვრთნელია. ამდენი ხანი ნაკრებშია და ნაკრებს არანაირი ხელწერა, სტილი არ გააჩნია. თავიდანვე ცხადი იყო რომ ნაკრებს მომავალი არ ჰქონდა. ცხადაძემ ორი თამაშის მერე ნაკრებს სახე და ხელწერა მისცა, ლამაზ და აზრიანი ფეხბურთი ათამაშა, მაგარი მომავალი ჰქონდა ნაკრებს. ამათ არ იციან ვინ სად უნდა იყოს და რა უნდე გააკეთოს სუფთა ქუჩის ფეხბურთია (უარესი), არადა კარგი თაობაა და კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება. კობიაშვილი დამნაშავეა ცხადაძის გაშვების გამო. გამოისყიდოს და დააბრუნოს, სხვა აქ ვერ გაქაჩავს (პირობა გაიხსენოს).
გულშემატკივრებიც აზრზე მოვიდეთ ნერვებს რო გვაწყვეტავენ, დიდი შეკრება მოვაწყოთ და მოვთხოვოთ პასუხი თორემ გავიდა 30 წელი ამ ტყუილ დაპირებებში, ჩვენ ფულს ჭამენ და ანგარიშიც უნდა ხშირად ჩაგვაბარონ მოვაწყოთ დიდი შეკრება!!
როკო
24 მარტი 2019 23:01
3
არ დაიღალეთ ცხადაძის გახსენებით? ბატონო როკო, გაიხსენეთ ცხადაძე არ იყო ორ თამაშში სახე და ხელწერა რომ მისცა ნაკრებს და მესამე, ესტონეთთან, 4:0 წააგო?ვაისი მართვადია, თან ქვეშაფსია, ასე რომ დროზეა გასაშვები, რომ კარგმა ახალმა მწვრთნელმა, თუნდაც ქართველმა, თავის ჭკუაძე მოიყვანოს ევროპის შესარჩევში და ერთა ლიგის გადამწყვეტი თამაშებისათვის მზადყოფნაში იყვეს. არადა ვაისის ხელში ჩვენები გამსვლელები არ არიან. მით უმეტეს თუ გადამრჩენელს ტრავმა არ მოურჩა.ის ახალგაზრდები, რომლებსაც მუდმივი პრაქტიკა აქვთ ვაისი არც იძახებს და თუ გამოიძახა არ ათამაშებს.მაგალითისათვის კიტეიშვილიც კმარა. აუცილებლად უნდა ათამაშო ზარანდია მაინც, რომელიც დღითიდღე უმატებს. არაბიძე ხომ საერთოდ მოძულებული ჰყავთ. ცენტრალური დამცველები არ გვიჭირს და ვაისი კაშიას არ ეშვება, რომელიც არცერთს არ სჯობს. პირველი პასი აქვს შედარებით უკეთესი, მაგრამ სან-ხოსეს ყველა თამაშს ვუყურებ და გაშვებული გოლების ლამის ნახევარი მის კისერზეა. ნაკრების თამაშიც ჩააგდო. მოკლედ მწვრთნელი სასწრაფოდ შესაცვლელია და ქართველი დანიშნონ, თუნდაც დევდარიანი, ან სოსო ფრუიძე, რომელმაც ჩიხურა გუნდს დაამსგავსა მწირი რესურსით და სხვების დარად წააგო, მაგრამ არცერთხელ არ შერცხვენილა ევროსარბიელზე.
emigranti
25 მარტი 2019 02:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული