ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
გუნდი რომელმაც ბელგიას 5 გოლი გაუტანა რატომ გიკვირთ რომ მოგვიგო?
ვასო
24 მარტი 2019 12:50
9
იმიტომ უკვირთ, რომ აქცენტი ცხადაძეზეა და უკვირთ
giga
24 მარტი 2019 13:25
2
ახალი მწვრთნელი გამოჩნდება 2023 წელს, ნაწინასწარმეტყველებია
ირაკლი
24 მარტი 2019 00:25
1
არაა ვაისი ის ტრენერი ვინც ჩვენ გვჭირდება (ოღონდ ანდორასთან თამაშით ნუშევაფასებთ) !!!
levani
23 მარტი 2019 21:22
1
ანდორასთან უნდა შევაფასოთ ზუსტად - კაცმა ვერ მოუგო ანდორას გასვლაზე, თუ დაგავიწყდათ
გივი
23 მარტი 2019 23:00
0
ეხლა ექნებათ სრული სპარინგები ყველა ნორმალურ ევროპულ ნაკრებთან, თანაც ორ-ორი.
sdfffff
23 მარტი 2019 21:10
2
გუნდმა ვერ გაუძლო ფიზიკურად, პირველ ტაიმს არაუშავდა, შედარებით თნაბარი თამში მიდიოდა მაგრამ მეორეში ძალიან დაგვჯაბნეს ფიზიკურად. ნუ როგორც უმეტეს შემთხვევაში ტექნიკაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არასოდეს არ არის. სხვა მწვრთნელებს ვაისთან მიმართებაში გააჩნიათ ის უპირატესობა, რომ მაგ გუნდებში ფიზიკურად უნაკლოდ მომზადებული მოთამაშეები ყავთ, რაც განპირობებულია მათი მუდმივი სატამაშო პრაქტიკით კლუბებში. ჩვენისთანა პრობლემა ქონდა ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფის სხვა მწვრთნელებსაც და აჰა კი გავედით ნახევარფინალში. აქ კი სხვა დონე იყო, ძალიან ჩანდა სხვაობა არა იმდენად კლასში, არამედ ფიზიკურ კონდიციებში. ვაისი ამათ ფიზიკურად ვერ მოამზადებს. რათქმაუნდა მასაც ქონდა შეცდომები, ყაზაიშვილი მეორე ტაიმიდანვე უნდა შეეცვალა, ჯანოც მალევე. კიტეიშვილი უნდა შემოსულიყო აუცილებლად მის მაგივრად, საბაც უფრო ადრე უნდა შემოეყვანა. კვირკველიას სასტარტოზე რაღაც სხვა თემა მოხდა როგორც სჩანს. მოკლედ დროულად რომ გადასხმოდა გუნდს ახალი სისხლი შესაძლოა ფიზიკურად ასე აღარ დავჩაგრულიყავით. იმის თქმა მინდა, რომ ვიყოთ ობიექტურები, მხოლოდ მწვრთნელის კისერზე არ არის ეს მარცხი. კარგახანია ჩვენი პრობლემა ტრავმირებული ფეხბურთელები ან მოთამაშეების არასათანადო პრაქტიკა და შესაბამისად, მათი არასათანადო კონდიციებია. ამ თამაშში ეს იყო ძირითადი სხვაობა, თორემ სხვაში დიდად არაფერში დაუჩაგრივართ მოწინააღმდეგეს.
ანესთეზეოლოგი
23 მარტი 2019 22:17
3
აწორედ ასეთ გუნდებთან უნდა ითამაშო ბატონო ვაისა, აპა ამდორასთან უბნის ბიჭებიც კი ითამაშებენ, თუ არ შეგიძლია ბიძია წედი სახლში
kiko
23 მარტი 2019 22:00
0
კაით რა ხალხო მართლა გეგონათ, რომ შვეიცარიას მოუგებდით, რაც არ უნდა.ტაქტიკა.სტრატეგიით გვეთამაშა.დ კი ბატონო წავა ვაისი, მერე რა გამოვა რამე? შეხედეთ ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს და მერე იოცნებეთ, ცარიელი ტრიბუნების.წინ ფეხბურთელი არ იზრდება და არც დონე იწევს, ჯერ კეთილი ვინებოთ.ჩვენ ტრაწ ლიგაზე ვიაროთ ცოტა ნეხვიც ვიყნოსოთ და დაველოდოთ წარმატებას ჯერ სკლუბო.დონეზე და მერე სანაკრებოზეც მოვა.
Nnn
23 მარტი 2019 22:07
10
პეტკოვიჩმა ჩვენი დახმარებით ვაისს ჩახადა, ...სამწუხაროდ
ზაზა
23 მარტი 2019 21:01
1
აქ ყოველი მეორე მწვრთნელი როგორ ხართ და ვაისზე, ქეცბაიაზე, ცხადაძეზე, ტოპმიოლერზე და ყველაზე უკეთესად როგორ გესმით ფეხბურთი? ვაისს მინუსებიც აქვს რათქმაუნდა, შეცვლებს ვერ აკეთებს დროულს, ვერ რისკავს და ა.შ მაგრამ დადებითიც ხომ უნდა დაინახოთ იმ რეალობის გათვალისწინებით რაც გვაქვს? მაღალი დონის რამდენი ფეხბურთელი ყავს ნაკრებს? ერთი ხელის თითებს ვერ გავცდებით ჩამოთვლისას! რამდენი უკლუბო და უპრაქტიკოა, ან საერთოდ უდონო:) და განტევების ვაცის ბრალია ყველაფერი. ერთა ლიგის ჯგუფის მოგებას რა უნდა ხო? თუ ამაზე პასუხი გაქვთ, ნაკრების ერთი წარმატებული მწვრთნელი დამისახელეთ ვინც მოგწონთ და დავიჯერებ რომ გესმით ფეხბურთი
valderrama
23 მარტი 2019 23:39
23
რა დადებითზე მელაპარაკები ამ საზიზღობის შემდეგ. ფეხბურთის თამაში ქვია რასაც ჩვენი გუნდი აკეთებდა? სირცხვილია უკვე ძალიან დიდი სირცხვილი.
???
24 მარტი 2019 00:34
3
ანდორასთან რო გააღმერთეთ დღეს რა მოგივიდათ?დდდ
ioska
23 მარტი 2019 22:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული