ევროშესარჩევი ტურნირის პირვლ ტურში შვეიცარიასთან 0:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა.
"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა. ესაა სამწუხარო რეალობა.
ტაბიძის გასვლის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ვითამაშე. ეს რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია არ არის. რაც შემეძლო, გავაკეთე. ხანგრძივი მგზავრობის და მძიმე მატჩის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და მომავალი შეხვედრისთვის მზად ვარ".