zentralplus.ch: ოთარ კაკაბაძის გასაოცარი დაბრუნება - როგორ შეიძლება ის "ლუცერნში" არ ათამაშონ?

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე შვეიცარიასთან მატჩში (0:2) საქართველოს ნაკრების მცველის ოთარ კაკაბაძის თამაშით გაკვირვებული დარჩა შვეიცარიული zentralplus-ი.

გამოცემას მიაჩნია, რომ ტრავმამორჩენილი კაკაბაძის დაბრუნება გასაოცარი იყო. მან ბოლოს "ლუცერნში" ნოემბერში ითამაშა "ციურიხთან" (2:5) და იმის გასარკვევად, თუ რატომ არ აძლევენ თავის გამოჩენის საშუალებას, კლუბის სპორტულ დირექტორს რემო მეიერს შეეხმიანენ.

"ოთარმა ტრავმის შემდეგ ორი კვირის წინ დაიწყო ვარჯიში, ახალგაზრდულ გუნდში სპეციალურად ერთი ტაიმი ითამაშა, რათა სანაკრებოდ მომზადებულიყო. ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის ახალ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა აქვს", - უპასუხა მეიერმა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლობჟანიძე მაშინ ამოვარდა როცა ასაკიც ჰქონდა და თამაშსაც მოუკლო თორემ ასეთი თამაშით კაკაბაძე ვერ დადგება ლაბჟანიძეზე მაღლა!
რრრ-ს
21:05 24-03-2019
8
შესანიშნავი ფეხბურთელია ოთარ კაკაბაძე, მაგრამ უკვე დროა მოედანზე ფუნქცია შეიცვალოს - ან შემტევი მარჯვენა ნახევარმცველი ან სულაც მარჯვენა გარემარბი, აი ამ პოზიციებზე ის უფრო ეფექტური იქნება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს კანდიდატები, ალბათ საქართველოს ჩემპიონატში უნდა გამოინახოს და გაძლიერდეს. თუ ვინმეს გაქვთ სათანადო აზრი გთხოვთ გაგვიზიაროთ?!
aburjga
20:28 24-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული