საქართველოს ნაკრები დუბლინში ჯანო ანანიძის გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის ჩასატარებლად ირლანდიაში გაემგზავრა. გუნდს ვერ გაჰყვა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ნაოპერაციევი მუხლი გაუმიზეზდა, თუმცა სერიოზული არაფერია. უბრალოდ, ტრავმის რეციდივისგან თავი დაიზღვიეს.

სერიოზული არ აღმოჩნდა გიორგი მერებაშვილის ტრავმა და ის ეროვნულ გუნდთან ერთად გაემგზავრა. "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბლინში თორნიკე ოქრიაშვილიც წაიყვანა.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დუბლინის 51 700-იან "ავივა სტადიუმზე" 26 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის არ ყოფნაში ჯანო ანანიძე კვლავ ვერ დაეხმარება ნაკრებს! სპორტში და მათ შორის ფეხბურთში ტრამვებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ხომ არ აჯობებდა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გუნდის ჩამოყალიბებისას საერთოდ უარი ვთქვათ ისეთ ფეხბურთელებზე რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ტრამვებისადმი და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებს, დიდი სურვილის და გულშემატკივარის მოლოდინის მიუხედავად, რეალურად ვერ ეხმარებიან. ასეთი პრაქტიკა არსებობს, განვითარებული ქვეყნების კლუბებში, როდესაც ისინი ე.წ. ტრამვებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელის შეძენისგან ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ.
........
10:50 25-03-2019
0
-ეს კაცი( ჯანო) დაასვენეთ. ჯანი არ ყოფნის.
დ.ნ.
09:39 25-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული