საქართველოს ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა - ოქრიაშვილიც ემზადება და მერებაშვილიც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში პირველი ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა "ბრეი ვანდერერსის" კარლაილის მოედანზე ივარჯიშეს.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე გამოტოვებენ. გიორგი მერებაშვილი უკვე ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე 25 მარტს ივარჯიშებს.

25 მარტის განრიგი, სტადიონი ავივა
19:15 ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
19:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები:
გიორგი ლორია
(მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ირლანდიამ გიბრალტარს სტუმრად 1:0 მოუგო. საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა 26 მარტს ადგილობრივი დროით 19:45 (23:45 თბილისის დროით) დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
რკინის ბადე ჩამოკიდეთ არ დაგლიჯონ ფორვარდებმა ვაკომ და კაჭომ ვაი თქვენ პატრონს კაცს ცვლილება ვერ გაუკეთებია და ხოტბას ასხამთ ხოდა დაგასხით მაგის მაქებარებს კობი მომიკითხეთ
19
კონტრშეტევებზე ვიტანთ 3 გოლს, ვტეხავთ ნავსს და ვაჩუმებთ ყველას!
მიდით ბიჭებოოოოოოოოოოოოო!!!!!!
ოპტიმისტი
04:46 25-03-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული