ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკნფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ მოკლე კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.
შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ბრძოლა გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ და ჩვენთვის უსიამოვნო ისტორია დავასრულოთ".