ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ახალი სირცხვილისათვის უკეთ მოემზადეთ ბელარუსთან ერთა ლიგა რო დაარქვეს იმ სამარცხვინო ტურნირისთვის
შოკირებული გულშემატკივარი
27 მარტი 2019 11:56
2
ისე მართლაცდა რაუბედურებაა, კედელში ჩაშენებული მოწინააღმდეგე ფეხბურთელი! ანდა პირველად ხედავენ ამას? დარტყმულზე რომ გამოიწევა(და გამეორებაზე კარგად ჩანს ლამის მთელი კედელი გაწია) და ადგილს გამოუთავისუფლებს ცარიელ კარში დასარტყმელად, ვერ უნდა მოწვა?! ანდა კედლის უკანაც, კარში, ძელთან რომ დგებიან ხოლმე მცველები?! არაერთი ბურთი მინახავს იქიდან თავით გამოტანილი.. ეგეც ვერ გავაკეთეთ :(
Biankoberi
27 მარტი 2019 11:54
0
ხომ დავწერე,ეხლა ასე ლაპარაკობს და თამაშის მერე იტყვის,ისინი ნახეთ სად თამაშობენ და ჩვენ სადო.ისე აგიხდად ყველაფერი.არა რა ,ჩვენ აქ ნერვები გვაწყდება და ეს კიდე ვვეკაიფება,მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილიო რამ მისცა ნეტა ოპტიმიზმის საფუძველი.კანეშნა გიჟია აბა,უმუშევარი რომ დარჩეს,ვინაა მომკითხავი რასაც უნდა იმას ბაზრობას,რასაც უნდა იმას აკეთებს.მაყუთი მოდის.არავინ პასუხს არ თხოვს.ზოგს რა ბედი აქვს,ამის დედა ვატირე.სულ პანჩურის კვრით უნდა გააგდო.ეგ არის წმინდა წყლის თაღლითი.გამოიჭირა ქაჯები და აგოიმებს

კახა ქირია
27 მარტი 2019 11:43
4
ვაისი გაუშვან სახლში, არაფრის გამკეთებელი არ არის
omari
27 მარტი 2019 11:19
7
ვაისს შეუკვეთია ჯადოსნური ჯოხი ცოტა ხანში ჩამოუვა გადოუსობს ნაკრებს და გავლენ ჯგუფიდან აბა რას იზამენ
kio
27 მარტი 2019 11:17
0
ბოლოს ცოცხალი ნაკრები ცხადაძის ხელში ვნახე, ვერც ის მოიგებდა ალბათ ამ თამაშებს, მაგრამ ძარღვი და ენერგია მაინც იქნებოდა.
ირაკლი
27 მარტი 2019 11:17
3
ჩვენი გუნდის ერთა ლიგაზე წარმატება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამსახურებაა,დარწმუნებული ვარ ირლანდიასთან რომ ყოფილიყო ბევრი მომენტი შეიქმნებოდა.არა ვარ მე ფეხბურთის ექსპერტი,მაგრამ გვილიამ პასი ვერ გააკეთა ზუსტი და ბავშვიც მიხვდებოდა რომ ამ კონკრეტულ მომენტში შესაცვლელი იყო.ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ ირლანდია არაა ძლიერი გუნდი და დასანანია და ნერვების დასაწყვეტია როგორ გიგებს.
giga
27 მარტი 2019 11:04
2
ამ ჯგუფიდან ვერსად რომ ვერ გავალთ ეს ცხადი იყო თავიდანვე. თუ სადმე იმედი იყო ეს იმედიც ამ ორმა მარცხმა საბოლოოდ მოკლა, მაგრამ ამ თამაშებით შეიძლება ბელარუსთან თამაშისთვის მომზადება. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად.
hoooo
27 მარტი 2019 11:00
0
ისევ იქ რო ჰავრჰიტ გუსჰინ გამოჰნდა არცერტი ფეხბურტელი არ იმსახურებს კარგ სჰეფასებას.
bajo
27 მარტი 2019 10:58
0
ბაჯო,ლეონიდ ბრეჟნევის ენით დაგვიწყე ლაპარაკი?
სოსო
27 მარტი 2019 12:32
1
ლორიამ კიარ დააყენა კედელი არასწორად, უბრალოდ იდეალურად შეასრულა ჯარიმა ირლანდიამ, რამდენჯერმე გადავახვიე გოლის მომენტი და კარგად ჩანს როგორ მოჭრა ბურთი და როგორ შემოატარა კედელს, დიდ ფეხბურთელებსაც უჭირთ მსგავსი ჯარიმის დარტყმა, ამ გოლის ლორიაზე დაბრალება არ იქნება სწორი, კედელი სწორად იდგა , კუთხესაც ფარავდა, მაგრამ ამ კედელს გვერდიდან შემოატარა ბურთი, გამეორებაზეც კარგად ჩანს
ანრი
27 მარტი 2019 10:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული