ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ქვილითაია წადი აბაშაში და იქ ითამაშე..ნაკრების მნიშვნელობა ეტყობა არ გესმის,,
liga
27 მარტი 2019 10:49
7
ქვილითაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლო თავდამსხმელია და ქვილითაიამ რა უნდა ქნას, თვითონ იბრძოდა ბურთებისთვის ჩვენ ნახევარზე
გადასარევი გიორგი
27 მარტი 2019 14:43
1
გული არ გავიტეხოთ მეგობრებო გიბრალტართან ხო გვაქ 2 თამაში მერამდენედ ვიძახი საქართველოს ჩემპიონატიდან პირველი და მეორე ლიგებიდან უნდა მიეცეთ ხალხს შანსი როგორც ჰეიგი აძლებს ახალგაზრდებს შეიძლება წავაგოთ მარა იომებენ ბოლომდე ამათ მგონი ნაკრების აბონიმენტი ფედერაციისგან იყიდეს ახლად დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატში ერთი ათი კაცი მაინც არი ვინც ოქრიაშვილზე უკეთეს ფორმაშია რატო არ შეიძლება ცადო აქ წერიტ რო არაფერი გამოდის ხო ჩანს? მარიხუანას ლეგალიზებაზე აქცია რო იკრიბება 2 საათში ერთი აქცია ფედრაციასთან მოვაწყოთ მშვიდობიანი თორე ესე არასდროს გვეშველება
ნოდო
27 მარტი 2019 10:47
2
გული არ გავიტეხოთ მეგობრებო გიბრალტართან ხო გვაქ 2 თამაში მერამდენედ ვიძახი საქართველოს ჩემპიონატიდან პირველი და მეორე ლიგებიდან უნდა მიეცეთ ხალხს შანსი როგორც ჰეიგი აძლებს ახალგაზრდებს შეიძლება წავაგოთ მარა იომებენ ბოლომდე ამათ მგონი ნაკრების აბონიმენტი ფედერაციისგან იყიდეს ახლად დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატში ერთი ათი კაცი მაინც არი ვინც ოქრიაშვილზე უკეთეს ფორმაშია რატო არ შეიძლება ცადო აქ წერიტ რო არაფერი გამოდის ხო ჩანს? მარიხუანას ლეგალიზებაზე აქცია რო იკრიბება 2 საათში ერთი აქცია ფედრაციასთან მოვაწყოთ მშვიდობიანი თორე ესე არასდროს გვეშველება
ნოდო
27 მარტი 2019 10:46
1
მწვრთნელი შესაცვლელია,ამან თავისი რესურსი ამოწურა, მეტი არ იცის....მადლობა გადაუხადოთ იმისთვის რაც გააკეთა!
ketilis msurveli
27 მარტი 2019 10:44
3
ესე უგულოდ და უმუღამოდ როგორ შეიძლება მოედანზე გახვიდე, როცა ნაკრების მაისური გაიცვია?? ამაზე პასუხი მარტო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა იციან :)) ეს არ ეხება კანკავას, კვერკველიას და ქვილითაიას მარტო!!!
fani
27 მარტი 2019 10:35
3
პირველ რიგში დავწერ,რომ წაგება.არ წაგება მთავარი არაა. ის დამოკიდებულება,ის უპატივცემულობაა მთავარი,რომელსაც ეს კაცი ქართველი ხალხის და ფეხბურთელების მიმართ გამოხატავს,ამ კაცს ჰგონია,რომ არაფერი იციან ქართველებმა,ხოდა ჩამომიყვანოს თავისი ბიჭი და მარეკა ჰამშიკი და სულ კუდით ქვას ვასროლინებ ფეხბურთის ცოდნაში:) ახლა ჩვენი ნაკრების და მის თამაშს: პრობლემა არაა ის,რომ ფიზიკურად სუსტები ვართ ან რესურსი არ გვაქვს,არამედ ფეხბურთელების მომზადებაშია. ეს ნიშნავს,რომ ფეხბურთელებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან მეტოქე ფეხბურთელებზე და სამწვრთნელო შტაბი არ მუშაობს მაღალ დონეზე.ლორიას ბრალი კი არ იყო გოლი,არამედ მეკარეების ტრენერის,რადგან მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მეკარეს ფეხბურთელებზე,ვინ სად ურტყავს პენალტს და რომელი ფეხბურთელის რომელი ფეხია ძლიერი და ა.შ. მემარჯვენე დამრტყმელისთვის მშვენიერი კედელი იყო,მაგრამ მემარცხენემ დაარტყა. ანგელოზი არ არის ლორია,მაგრამ ხელი არავინ შეაწმინდოს ამ ბიჭს,რომელმაც საწყის წუთებში გადაარჩინა გუნდი და ეს არავის ახსოვს. რაც შეეხება ფიზიკურ დაღლილობას ესეც სისულელეა,რადგან თანამედროვე ფებურთში აღარავინ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს,რადგან 11 კაცი გადის სათამაშოდ და პოზიციებს ირჩევენ ისე,რომ არ დაიღალონ. არასწორი ფორმაცია არის მთავარი მიზეზი დაღლილობის და კონკრეტული მითითება ფეხბურთელისთვის რომ კონკრეტულ ზონაში დარჩეს. გადაახვიეთ თამაში და უყურეთ თავიდან,რამდენი არაფრის მომცემ მოძრაობას აკეთებენ ფეხბურთელები და იქ შედიან ორთაბრძოლაში,სადაც ამის საჭიროება არ არის.ეს ყველაფერი იწვევს დაღლილობას. კიტეიშვილის თამაშსაც დააკვირდით,როგორ მოძრაობდა მთელი თამაში და მთელი თამაში ფეხზე დარჩა.არადა ეს ბიჭი ზამენაზე ზის. ტოპ 50 მყოფ გუნდს ერთი ფლანგიდან შეტევით ვერ მოუგებ და ამიტომ ხოჭოლავას დაყენება არ იყო გამართლებული. ხარაბაძე მომავალი წევრია და მეტ დროს იმსახურებს.როცა მოკლე რომბებს ათამაშებდნენ ირლანდიელები მთვრალი კატებივით დარბოდნენ და ამიტომ საჭიროა მეტი ქრეატიული ფეხბურთელი ყოფნა გუნდში.არაფერს ვერჩი გვილიას,მაგრამ მაგის ნაცვლად რომ თუნდაც ყაზაიშვილს ეთამაშა უფრო კარგი კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებდით. რაც შეეხება ვაისს და მის დონეს:გასაგდებია სასწრაფოდ და კობიაშვილს,თავის გუნდიანად იზმენა როდინე აქვს შესატენი და გასაყრელია ქვეყნიდან. პირადი ინტერესების და ნაკრების ინტერესების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ფულის მოპარვისთვის და საკუთარი საძმაკაცოს დასაქმებისათვის. ეს ვაისი ჩვეულებრივი დებილია. ქართველებს ფაქტები გვიყვარს და აი ფაქტები:შვეიცარიასთან ცვლილებები:გაიყვანა ტაბიძე და შემოიყვანა სოლომონა,გაიყვანა ქვილი და შემოიყვანა ყაზაიშვილი,გვარი ლობჟანიძე დააბრუნა მარჯვენა ფლანგზე:),ეხლა გუშინდელი ცვლილებები: გაიყვანა ხოჭო და შემობიდა ხარაბაძე(იძულებითი),გაიყვანა კაკაბა და შემოუშვა ოქრი,რომელიც უგუნდოდ არის,გაიყვანა არველაძე და შემოვიდა ვაკო, შემდეგი კი თქვა,სხვა მაღალი დონის არის და ჩვენ ბოგონოები ვართ,ლორიას ბრალია გოლი და წაგებაც,რადგან კედელი სწორად ვერ დააყენა. ახლა მოგიყვანთ იმ მწვრთნელის სიტყვებს,მაშინ როცა აშკარად ფეხბურთელის შეცდომების გამოო წააგო გუნდმა. ეს უბრალო მწვრთნელი არ გეგონოს,მან შექმნა მივიწყებული ხალხისგან გუნდი და მოიგო 2ჯერ ბუნდელიგა,გაგიკვირდებათ და ბავარიას არ წვრთნიდა.როცა ლივერპულმა წააგო სიტისთან და ლოვრენს ბურთი თავზე გადაახტა(პოზიცია ვერ შეარჩია) თქვა:"მე ვადგენ შემადგენლობას და პასუხისმგებელი ვარ ამ წაგებაზე" შემდეგი კი ლორის კარიუსის შეცდომა,რომელმაც ლიგა დააკარგინა ლივერპულს თქვა: ჩვენ არ ვართ საკმარისად გამოცდილები,რომ მონსტრ რეალს ფინალი მოვუგოთო და როცა კარიუსზე კითხეს ასე უპასუხა: კარიუსი კარგი მეკარეა და ხალხს შეახსენა მისი სეივები. ეს არის მწვრთნელი დანიშნულება,რომ ფეხბურთელები დაიცვას და არა ხელები შეაწმინდოს. ვაისი კლოპი კი ვერასოდეს გახდება და ამიტომ არ მომიყვანია შედარება. კომპლექსი არ უნდა აკიდო შენს ფეხბურთელს და მან უნდა იგრძნოს თავი დაფასებულად.დედამიწის ზურგზე ვერავინ დამაჯერებს,რომ რომელიმე ფეხბურთელი უგულოდ თამაშობს,უბრალოდ დამანდრაჟებულები არიან,რადგან ყველა წარუმატებლობა მათ ბრალდება.იმიტომ ბრალდება წაგება მწვრთნელს და მოგება ფეხბურთელებს,რომ მათ მენტალიტეტი შეინარჩუნონ და ეს საქართველოს ნაკრებში არ ხდება. მე როგორც რიგითი გულშემატკივარი ყოველთვის გვერდზე დავიდგები ნებისმიერ ფეხბურთელს და დღეში 3ჯერ შევაგინებ ვაისს. ყველა ტრენერი გვამადლის,რომ ჩვენთან მუშაობენ და ვინმეს ეგონება უფასოდ არიან. თუ არ უნდათ წავიდნენ,ეგ არის რიგი უდგათ. საქართველოს ნაკრების მე ჩავიბარებ:) ამაზე ცუდად ვერ ვათამაშებ ვერანაირად გუნდს და არც ფული მინდა,რადგან ჩემი ნაკრებია და ხელფასი მოტივაციას ვერ გამიზრდის. იმედია,ორ ლუკმას ქე შემაჭმევენ და არ მაშიმშილებენ. განახებთ მერე როგორი მოტივაციით ვათამაშებ გუნდს. მესი და რონალდუ არ ვიცი მე,ვერ უგებ თამაშით და დალეწე,რადგან შიში ქონდეს. მესმის, კარგი საქციელი არ იქნება,მაგრამ შენი ქვეყნისტვის თამაშობ და არავინ უნდა ჩათვალოს რო პიჟონები არიანო.ფეხბურთი კაცების სპორტია და თუ ვინეს არ მოსწონს ძვლების მსხვრევა,წავიდეს ბალეტს უყუროს. მე თვითონ თამაშის დროს 2ჯერ მოვტეხე ფეხი და ერთხელ მეც მოვიტეხე,მაგრამ მერე რა. არავინ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში გასასეირნებლად და შიში,რიდი უნდა ქონდეს. ტრადიციულად,ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს ის იყოს ვაისზე დებილი:)
სხვათა თუთაშხია
27 მარტი 2019 10:30
3
როგორც იასონი იტყოდა,აბა,დაისვენეთ ბიჭებო!
თუ ლორიაზე ვიტყვით რაიმეს,მე მომეჩვენა,რომ ლორიამ კი არ დააყენა კედელი ცუდად,არამედ კედელს მიაწვა ირლანდიელი და მცველი, გვერდზე გადაიხარა.მეტოქის სტანდარტულები კი,მწვრთნელის გასარჩევია.ჩვენ ვინ გვიშლის,რომ დაბალი კლასის პირობებში სტანდარტები დავამუშაოთ?როცა სირბილი და თამაში არ შეგიძლია,ეს საუკეთესო გამოსავალია,მაგრამ ვაისს ამდენი წელია,არაფერი ამის მსგავსი არ გაუკეთებია და საერთოდაც ამ ციკლში,მისი საუბარი,უკვე ქეცბაიას საუბრის გამეორებაა.ხანდახან სიტყვა-სიტყვითაც.ისე თამაშის სტილითაც.არა?ქეცბაიას გული მაინც შესტკიოდა და ამისი,არ ვიცი.არველაძე დებიუტისათვის ცუდად არ გამოიყურებოდა,მაგრამ ნახევარ დაცვა პასს რომ ვერ მოგცემს,შეტევა ბევრს ვერაფერს იზავს,მით უმეტეს,ქვილითაიას ტიპის თავდამსხმელი.ის ხომ არც ძალიან მოძრავია,არც სწრაფი და არც ცქვიტი.მას მწვავე პასი სჭირდება საჯარიმოში და იქ აქვს შანსი,მაგრამ სადაა ეს პასი?არაბიძის თამაშს ვუყურე ახალგაზრდულში.კი გაიტანა ორი გოლი,ორი სამი დიდებული პასიც გააკეთა,მაგრამ ლიდერობას თავის თავზე არ იღებს,ვერ აბალანსებს ინდივიდუალურს და გუნდურს.მას შეუძლია შესანიშნავი გამთამაშებელი გახდეს,მაგრამ რაღაცნაირად თავშია თითქოს ჩაკეტილი.გიორგი თუ გაიხსნა,წარმოიდგინეთ ის და ჩაკვეტაძე ფლანგებიდან და ცენტრში შესვლებით,ირლანდიის დონის ნაკრებებს აიკლებდნენ,მაგრამ სად არის.ირლანდიელების 9 ნომერმა კი რეალურად აგვიკლო და თამაშიც გააკეთა.ოქრი კი შემოიყვანა,მაგრამ გამოჩნდა,რომ შორსაა კონდიციებიდან და ვაისმაც ალბათ ხალხის გასაჩუმებლად გამოიყვანა მოედანზე,თან იქნებას იმედით.ალბათ შეიძლებოდა ზარანდიას მოხმობა,მაგრამ მაშინ არველაძეზე ვიტყოდით,რატომ არ დააყენაო.თუმცა ეს ბიჭი,აუცილებლად სანახავია,ძირითადში.ზაფხულში დანიასთან ვთამაშობთ და უკვე აქედან მეშინია,ისინი ხომ მთელი თამაში იბრძვიან,მაღლებიც არიან და რამდენსაც შესძლებენ,იმდენს გაგიტანენ.დაზოგვა არ იციან.კარგი ბატონო,ვთქვათ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე,ამ დონის ნაკრებით,იქ რა გვესაქმება?
სოსო
27 მარტი 2019 10:30
0
ტაბიძე, კიტეიშვილი, ხარაბაძე... კარგი ფეხბურთელები გვყვანან! ძალიან მომეწონა კიტეიშვილის მეორე ნახევარი.
aburjga
27 მარტი 2019 10:26
5
ლორიამ კედელი კი სწორად დააყენა, მაგრამ ერთმა ირლანდიელმა მოახერხა და ისე მიაწვა 4 ქართველს, რომ სივრცე გამოუთავისუფლა დამრტყმელს და როგორც ჩანს, საჯარიმოს ეს ახალი მოქმედი წესი (უწინ კედელში დგებოდა, ახლა გვერდზე აყენებენ) ჩვენი ნაკრებისთვის ჯერაც აუთვისებელი ინოვაციის სფეროა, - ამაზე კი თავად ბ-ნი ვლადიმირი უნდა ზრუნავდეს და არა - ლორია, რომელმაც ბევრჯერ გადაგვარჩინა... საერთოდ, ირლანდიელებმა იმდენი მომენტი შექმნეს ჩვენს კართან, რამდენსაც მთელი შესარჩევის მანძილზე ვერ ქმნიან ხოლმე და ეს მაშინ, როდესაც გოლის შემდეგ ბურთი უბრალოდ დაგვითმეს - ალბათ, ვაისზე უკეთ იციან ჩვენი მოქმედი "თავდამსხმელების" ე.წ. "პრიცელის" გამართულობა... რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების "მაღალ დონედ" გასაღებას, ამაში სიმართლე მხოლოდ ის გახლავთ, რომ ეგ დონე უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში ჩანს აგრე მიუწვდომლად მაღალი და აგერ ნახავთ, სატურნირო ცხრილსაც ზუსტად ჩვენს თავზე, ანუ მე-3 ადგილზე დაასრულებს... ზოგადად, ირლანდიელები ციდან ვარსკვლავებს არასოდეს წყვეტდნენ, მაგრამ პირადად მე, ასეთი რგოლებს შორის შეუკავშირებელი ირლანდიის ნაკრები არ მახსენდება და ზუსტად ის დროა, რომ ვაისს კატეგორიულად მოვთხოვოთ მათი დამარცხება საპასუხო მატჩში (თუ იქამდე გიბრალტარმა არ შეიწირა მისი ქართული კარიერა)... ჩაკვეტაძის თუ მის გარეშე, - თუ უნდა, ჩივაძე, სულაქველიძე, გუცაევი და ოთხივე არველაძე მიიწვიოს ნარებში, მაგრამ დღემდე გადაულახავი ირლანდიული ბარიერი თბილისში როგორც უნდა, ისე დაძლიოს... ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უნდა წავიდეს, - კი ბატონო, მადლობაც გადავუხადოთ, გაცილებაც მოვუწყოთ, ფოიერვერკიც გავისროლოთ, მაგრამ გავუშვათ და წარმატებები ვუსურვოთ - ვერც ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა ვერ გაამართლა, თუკი რამ გამონათებები გვქონდა, ისევ სამამულო წარმოების ე.წ. კომუნისტურრეჟიგამოვლილი ქართველი მწვრთნელების ხელში...
მ. ტ.
27 მარტი 2019 10:23
1
გუშინდელი თამაშის შესახებ დღეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო. უნდა გავაკრიტიკო მთლიანად ნაკრები, მწვრთნელი და ტრანსლაციის კომენტატორები. უნიჭირობის ზენიტშია ყველაფერი აყავანილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი სად პოულობს ესეთ უნიჭო კომენტატორებს, რომლებიც იმასაც ვერ არკვევენ მოედანზე რომელი ფეხბურთელი დარჩა და ვინ შეიცვალა, პლუის თამაშის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოთქმული ფრაზები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება მწვრთნელს ამ 2 უკანასკნელ თამაშში კარგად გამოჩნდა რა დაბალი დონის მწვრთნელია ვაისი და ეხლა რომ საუბრობს ფეხბურთელების დაბალ დონეზე , ამით ხნის წარუმატებლობას აქამდე არ იცოდა რა გუნდის მწვრთნელი იყო ??? უგუნდო, უფორმო და უპრაქტიკო ჭ ლიგიდან მოწვეულ ლეგიონერს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 18-19 წლის ბიჭები ათამაშოს ნაკრებში ჯობია, ყველას ინტერესშია და ვიღაცამ უნდა აუხსნას ამ კაცს. ყაზახეთის ჩემპიონატიდან მოწვეული კვეკვესკირის დონეს ყველა ქართულ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი გაქაჩავს... გვილიასნაირადაც ყველა ითამაშებს როგორც მაგან გუშინ ითამაშა...
გივი
27 მარტი 2019 10:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული