ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ვერ ვხვდები რატომ აკეთებენ მუდმივად ცენტრიდან უკან გადაცემებს, შემდეგ ხაზზე უეჭველი კიდევ სამი ოთხი გათამაშება და დაიკარგა სიმწვავე, დადგა უკვე მოწინაამღდეგე დაცვაში და აგორეთ ეხლა ეგ ბურთი რამდენიც გინდათ. რაომ არ ეთამაშებიან მათსავე ნახევარზე და რატომ აძლევენ ბურთის საჯარიმომდე მოტანის საშუალებას უპრობლემოდ? ამას ხომ მწრთვნელი უნდა ამჩნევდეს, მაგრამ ალბათ სხვაზე (მ.შ. ფეხბურთელებზე) დაბრალება უფრო ადვილია. მოკლედ ვაისი წინა შესარჩევის მსგავსად ჩაამთავებს ამ შესარჩევსაც, დაუყონებლივ უნდა გაუშვათ!
ლაშა
27 მარტი 2019 10:19
1
გავიგეთ ბატონო ვიცით რო არ გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები! მიტო გვინდა ძლიერი მწვრთნელი რო ტაქტიკით და მონახაზით მაინც ვაჯობოთ მეტოქეს! აბა ყველა ფეხბურთელი რო დარბოდეს, ფიზიკურად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ, პასის დროს მოედნის ხედვა რომ შეძლებოდათ მაშინ უკეთეს კლუბებშიც ითამაშებდნენ და თავის დროზე ქეცბაია კი აღარ იქნებოდა გასაშვები!
იმიტო ჩამოგათრიეს და იმიტო გიხდით ხელფასს უკეთესი რო გვინდა!
ბასკი
27 მარტი 2019 10:17
1
იტალიელიიიიიიიიიი აუცილებლააად
mosexoneli
27 მარტი 2019 11:57
2
ვაისი რომ იყოს ე.წ ტოპ კლასის მწვრთნელი კიდევ ჰოო. მაგრამ რატომ უნდა ავიტანოთ საშუალო დონის მწვრთნელისგან ასეთი რამეები. ეგ არახალია რონ ჩვენი ფეხბურთელები დიდ გუნდებში არ თამაშობენ და მაგაზე ახლა წუწუნი გვიანია. ნაკრებს რო იბარებდა მაშინ არ გაეცნო შემადგენლობას?! მწვრთნელი რომელიც წელიწადში ერთ თვეს ატარებს საქართველოში, ქართველ ჟურნალისტებთან არ აქვს არანაირი კომუნიკაცია. ქართველ გულშემატკივარს არაფრად არ აგდებს. ქართული ფეხურთის ვეტერანებს არასდროს არ შეხვედრია. ქართული ჩემპიონატის მხოლოდ ათიოდე მატჩზე თუ იქნება ნამყოფი. გვინდა ასეთი მწვრთნელი?!
ჰიუგო
27 მარტი 2019 10:15
1
მაგ ყველაფერს,"ქართული სტილი" რომ დაარქვა შვეიცარიასთან თამაშს,ეგეც დაუმატეთ.
სოსო
27 მარტი 2019 12:46
1
რაც ნაკრების მწვრთნელია ერთხელ არ უთქვამს ჩემი შერჩეული ტაკტიკით ან შერჩეული შემადგენლობის ბრალიაო სულ ვიღაცას აბრალებს და გაიძახის ჩვენი ფეხბურთელები ცუდ გუნდებში თმაშობენო. შე კაი კაცო თუ ფეღბურთელები არ გვივარგა და ყველასთან იგივეს გაიძახი ადექი და წადი რა შენც დაისვენებ და ჩვენც დაგვასვენებ. ჟურნალისტებიც არ გვივარგა რო დაუსვან მწვავე და საჭირო შეკითხვები.
გიო-გოლი
27 მარტი 2019 10:10
1
პირველ ან მეორე კონტრაქტს როდესაც აფორმებდი ნაკრებთან მაშინ არ იცოდი რა კონტიგენტთან მოგიწევდა მუშაობა ფეხბურთელებს რომ აბრალებ ყველაფერს?! მაგრამ ეს უბრალოდ თავის მართლებაა!!!!! წინა შესარჩევის ყველა გუნდის ფეხბურთელები ჩვენ ფეხბურთელებზე ძლიერები არიან თამაში რომ ვერ მოიგე, ან ანდორას ფეხბურთელები სად თამაშობენ რომ ვერ მოუგე?! კარგი, გოლი გავუშვით, მაგრამ ბატონო ვაის თქვენ არ ბრძანებდით თამაშამდე, "მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთო"?!!!! მოკლედ რა, როგორც მოსალოდნელი იყო ეს შესარჩევი ციკლიც დაკარგულია და იმისთვის მაინც გამოვიყენოთ ახალმა მწვრთნელმა ნორმალური გუნდი შექმნას და ყველა მათ შორის ირლაანდის მაგვარი გუნდი უპირობოდ სამ ქულას არ გეგმავდეს ჩვენთან და ამასთანავე ერთა ლიგისთვის წესიერად მოვემზადოთ თან ნორმალური ამხანაგური თამაშებითაც არ ვართ მაინცდამაინც განებივრებული. იმედია ფედერაცია სწორ დასკვნებს გააკეთებს.
........
27 მარტი 2019 10:03
1
მე ვფიქრობ უნდა ვაცადოთ ვაისს,ჩვენ თუ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე ეს დიდი მიღწევა იქნება ,რომელიც ვაისის დამსახურება იქნება უეჭველად,რაც შეეხება რაიონებს ამას ფედერაციამ უნდა მიხედოს და არა ვაისმა.ეს კაცი აკვირდება ევროპაში მოთამსე ფეხბურთელებს რაც ლოგიკურია და გურიაში წადი თამაშების სანახავადაო, ამის მოთხოვნა სასაცილოა.ამზე იფიქროს ფედერაციამ თუნდაც გამომდინარე იქიდან რომ 80 პროცენტი დიდი ქართველი ფეხბურთელებისა პაიჭაძიდან დაწყებული რაიონელი იყო.
koba
27 მარტი 2019 10:02
5
რომ არა ჩაკვეტაძე თავს დავდებ ერთა ლიგაშიც არათუ პირველ ადგილს, ანდორის გარდა შეიძლება თამაში ვერ მოგვეგო. ყაზახეთში იქ და აქ მისით მოვიგეთ. ლატვიასთან აქ თამაშის ბოლოს პენალტი გამოიმუშავა მარტომ, იქ მაგარი გოლი შეუგდო, პასებს აღარ ვთვლი. გამოჩნდა რომ ერთი კაცის გუნდი ვართ, გოლის შემგდები არავინაა ჩაკვეს გარდა...ეგაა უბედურება მარტო ერთი კაცი რომ გყავს ევროპის დონის, როგორ უნდა გვქონდეს ნაკრების იმედი. ეს მწვრთნელი კიდე დაკვირვებული ვარ ფეხბურთელებისთვის გადაბრალებაშია სულ..ლორიამ კედელი დააყენა და მერე თამაში გაჩერდა აირია ისევ. მერე უყვიროდა რაღაცას და ვერ გააგებინა. უყურადღებოდ, არაგუნდურად, ნელა და შიშით თამაში. აი ეს იყო გუშინდელი ნაკრები. "ნელა"-ს გარდა, დანარჩენს კარგი მწვრთნელის ხელი შველის. სამწუხაროდ არანაირი პოროგრესი არ გვაქვს ბოლო 5 წელში კვლავ...გარდა იმისა რომ ჩაკვე გვყავს.
რუსლანი
27 მარტი 2019 09:56
1
ნუ უკვე იცის რომ ამ შესარჩევში მეოთხე ადგილს ვერ ავცდებით და უკვე ბელორუსიაზე დაიწყო საუბარი.მაინტერესებს თამაშის წინ რატომ არ ამბობს მეტოქის ფეხბურთელები რომ უფრო მაგარ გუნდებში თამაშობენ,ყველა თამაშის მერე რომ ამას გაიძახის.რეალურად მგონია რომ ბელორუსიასთან თამაში რომ არ გვქონდეს ვაისი გადადგებოდა,თავისი თავი უკვე ამოწურა
Gio10
27 მარტი 2019 09:49
1
ეს კაცი უკვე დაგვცინის: შემტევი ფეხბურთი გვინდოდა გვეთამაშაო და კაცი 1-7-2-1 ტაქტიკას თამაშობს! თან ნახეთ სად თამაშობენო მერამდენედ ამბობს უკვე და ამან გუნდი როგორ უნდა შეკრას და ათამაშოს. ეგ რა არგუმენტია? მანდ რომ თამაშობენ შენ მაგიტომ ხარ მწვრთნელი, თორემ სხვაგან სად ჩაგაბარებდნენ ნაკრებს! რომ იბარებდი გუნდ მაშინ სად თამაშობდნენ? ბოლოს ოპტიმისტურად ვარ მაინცო, ალბათ რომ არ მოხსნიან იმას გულისხმობს. გასაშვებია ვაისი - მორჩა!!!
???
27 მარტი 2019 09:46
1
ეხ ვაისს ნორმალურ ქვეყანაში იმ მწვრთნელს რა უნდა მწვრთნელად შესარჩევში მოგება როარ აქვს? მარცხენა მცველად ცენტრალურ მცველს ათამაშებ, შეტევა გინდა და შემტევი ნახევარმცველები არგყავს მოედანზე, საქართველოს ჩემპიონატში არიან კარგი ფეხბურთელები,(შულაია,შენგელია,დიასამიძე, და ა.შ) რომელიც არც იცი იმიტომ რომ ალბათ, არავინ გეუბნება რო ესენიც ფეხბურთელები არიან. საქართველოს ნაკრებს უნდა ყავდეს ქართველი მწვრთნელი!!!
გიორგი
27 მარტი 2019 09:36
17
ყავდა ქართველი მწვრთნელი და რაც იყო გვახსოვს :)))))))))))))))))))) თუმცა არც იმას ვამბობ რომ ვაისა უნდა დარჩეს
burdgu
27 მარტი 2019 11:22
1
ბარემ შენ დამდგარიყავი მწვრთნელად.სტრატეგია და ტაქტიკა გესმის თურმე.
razo
27 მარტი 2019 10:50
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული