ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ვაისთან დროს ვკარგავთ ტყუილად (რაც მალე წავა უკეთესი)..... ტიპი სუ თავს იმართლებს (ჩვენც ვიცით რო სხვები კარგ გუნდებში თამაშობენ) და ეგრე რა აზრი აქვს... არველაძეს რაღა უნდოდა? :/
ra azri aqvs
27 მარტი 2019 09:32
10
სად უნდა წავიდეს? შენ გესმის ეტყობა ფეხბურთის კარგად,თხოვე მიდიწვიონ.
oma
27 მარტი 2019 10:04
3
რომ წახვიდე არა ვაისს?მაგარი სამარცხვინო მწვრთნელი ხარ.გავიგეთ რომ ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ ტოპ ლიგებში მაგრამ შენ მიტომ ხარ მანდ საუკეთესო აარჩიო რაც გვყავს რაებს ბოდიალობ მოოგებ მაგარი ხარ წააგებ ფეხბურთელების დონესბაბრალებ სამი წელია ერთიდაიგივეს ვისმენთ რა ერთა ლიგა ბელორუსთან რო წააგო მაგას იტყვი მანდაც.ეს პირველი არხი კიდე რა გახდა საზოგადოებრივი თუა შე ოჯახ აშენებულო ორი მილიონი ემიგრანტი რომ გყავს მიეცი საშვალება უყუროს მისი ნაკრების თამაშებს(ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო და შეიძლება გვიფრთხილდებიან)
თემური
27 მარტი 2019 09:30
9
ქართველებს რომ ყველაფერი ერთბაშად გვინდა,სად აგდებთ ამ კაცს ,ვინ მოგყავთ საინტერესოა.ჯერ რაც გააკეტა იმაზე ვუთხრატ მადლობა,მიგვაახლოვა ევროპის ჩემპიონატს.რა ძნელია შენება ამ დაქცეულ ქვეყანაში,თუ ფიქრობს ამაზე ვინმე.გამოჩნდნენ ესენიც ფეხბურტის ექსპერტები.მესმის როცა გაბელია ,სულაქველიძე ან ძოძუაშვილი აკეტებდნენ კომენტარებს.
AKA
27 მარტი 2019 09:29
21
ვაისმა კი არა უეფამ მიგაახლოვა ახალი ფორმატით! და ჩაკვეტაძეს აუბეს მხარი ბიჭებმა. ვაისს არაფერი გაუკეთებია. და ამიტომ დარჩები მიგვაახლოვას მადლიერი,რადგან ვერანაირად ვერ გავალთ - ბელორუსს და კოსოვოს ვერ მივუგებთ.
???
27 მარტი 2019 11:30
3
არასოდეს გამიკრიტიკებია ვაისი, მაგრამ ეხლა რასაც ამბობს ისე გამოსდის, ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს, მერცხალი იქნებაო !!!! ლორიას კედელი სწორად რომ დაეყენებინა, ბურთს ვერ გაგვიტანდნენ???? იმ ლორიამ გვიხსნა კიდეც და ჩვენ თითქმის მომენტი არ შეგვიქმნია. ნახევარ მოედანს რომ დაუთმობ, ასე ვის გინდა მოუგო?ამდენი ხანია ირლანდიას ვეთამაშებით და სულ ერთ სტილში ვმარცხდებით. ამ სტილს ვერაფერს ვუპირისპირებთ ამდენი ხანია
????
27 მარტი 2019 09:27
3
ჩემო კარგო, აღარაა დღეს ეგ ფეხბურთი, მაჩაიძის დროს რომ იყო. არავის მისცემენ ბურთის დიდხანს ტარების საშუალებას. ირლანდიას ერთი რაც შეუძლია, სწრაფ ტემპში გვეთამაშოს და ეგ სრულიად საკმარისია გამარჯვებისთვის. ჩვენ ერთ ნორმალურ კომბინაციას ვერ ვათამაშებთ, პრესინგის ვერ ვეთამაშებით და ასე მოგება გამორიცხულია
:))))
27 მარტი 2019 12:01
1
ვაისს არ უთქვამს ლორიამ წაგვაგებინა თამაშიო. მაგან თქვა, კედელი დააენა არასწორადო. თამაში წავაგეთ იმიტომ, რომ მოედნის ცენტრში სადაც ადრე გიორგი სიჭინავა თამაშობდა, შოთა იამანიძე, მანუჩარ მაჩაიძე იმ დონესთან მიახლოებული ნახევარმცველი არ გვყავს. ე.ი. კაცი, ფიზიკურად ძლიერი, დრიბლიორი, რომელსაც მთელი მოწინააღმდეგის გუნდი რომ დაეხვიოს, ბურთს ვერ წაართმევენ.
aburjga
27 მარტი 2019 10:14
3
ახალი გუნდია ასაშენებელი ახალი მწვრთნელით და კაი დროა ეს ვაისი წავიდეს!!
ლაშა
27 მარტი 2019 09:24
7
ყველა შესარჩევის დაწყებისთანავე იმედი გვაქვს, რომ როგორც იქნა ნაკრები ათამაშდება. ვაისმა მიგვანიშნა, რომ მხოლოდ ბელორუსიასთან ერთა ლიგის იმედად ვიყოთ. ეგ უკვე თავის მოტყუებაა, დრო გაყავს. დროა შეცვალონ.
მერაბი
27 მარტი 2019 09:15
5
ლორიამ კი არ დააყენა კედელი არასწორად, შენ დაგაყენეს არასწორად ბრძენებმა
See მართლე
27 მარტი 2019 09:12
15
როდემდე?!!!!!!! წადი რა თავი დაგვანებე!!!!!
..........
27 მარტი 2019 09:12
14
ერთი თუ კაცი ხარ აგვიხსენი რა თამაშს თამაშობთ, იქნებ ჩვენ ვერ ვგებულობთ. ცენტრიდან მუდმივად უკან გადაცემის გაკეთებააა ქართული სტილი, თუ ერთი ნაბიჯი წინ და სამი უკან?
თუკი მოხდა სასწაული და როგორღაც გავედით ევროპაზე, იქ ვის უნდა ვეთამაშოთ თუნდაც ტოლ-სწორად, მოგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. იღბალის და მჩხიბავების იმედათ თუ გადიხართ მოედანზე კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გაშვებული გოლი მხოლოდ ლორიას ბრალია რომ კედელი ვერ დააყენა სწორედ თუ დაცვის ტოტალური ჩავარდნის? შეფასებასაც რომ სწორად ვერ გააკეთებ ვერც საჭირო დასკვნებს გამოიტან.
Zero
27 მარტი 2019 09:07
4
უკან გადაცემას იმიტომ აკეთებენ, რომ დრიბლინგი არ აქვთ და წინ ან ზურგს უკან მდგომ მეურვის მოტყუებას ვერ შეძლებენ. ამიტომ სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ. მთავარია თითონ არ დაკარგონ ბურთი და ვისაც გადააზოდებენ იმან იტეხოს თავი! ამას ვაისი ვერ გამოასწორებს. ამას ფეოლა უნდა!
aburjga
27 მარტი 2019 10:19
1
ვაისი არის ერთი საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნელი, რომელიც ვერასოდეს ვერ დაქაჩავს ნაკრებს... შეიძლება არ გყავდეს სათითაოდ ძლიერი ფეხბურთელები მაგრამ შეგიძლია შექმნა გუნდი რომელიც იქნება ძლიერი... ვაისი ვერასდროს იზამს...მეღიმება იმათზე ვინც ყაზაყებთან ლატვიელებთან და ანდორასთან მოგებით ფრთები შეესხათ და დიდი პროგრესი დაინახეს, პროგრესი მხოლოდ მაშიმ არის როდესაც შენზე ძლიერთან მიაღწევ შედეგს, რომელიც ჯერ არ მომხდარა ვაისის ხელში. იმედის სხივები წინა მწვრთნელის ხელში ჩანდა თითქოს თუმცა რათგინდა
ვაისი და ვაისელები
27 მარტი 2019 08:51
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული