ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გაგვცეს ამ კაცმა პასუხი - რატომ არ ესწრება ეროვნული ლიგის თამაშებს ... და ჟურნალისტებო, თქვენც გაგვეცით პასუხი - რატომ არ გაქვთ 1 ინტერვიუ მაინც ამ ხნის განმავლობაში ნაკრების მწვრთნელთან. რატომ გვექცევით ასე უპატივცემულოდ ?!
Homeros
27 მარტი 2019 05:25
5
გივი-ს
დიახაც უნდა ჩავიდეს! აუცილებლად უნდა ჩავიდეს ყველგან , სადაც ტალანტებია, ოზურგეთსა და ჩხოროწყუში ფეხბურთი დღეს არ არსებობს (ეგ ცალკე ტრაგედია) , მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ვალდებულია ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწროს, სადაც ნაკრების წევრები ან პოტენციური წევრები თამაშობენ
Homeros
28 მარტი 2019 04:04
0
კარგი რა ახლა ჩხორუწყუში ან ოზურგეთში მოთხოვე ვაისს ჩასვლა,მანდ ფედერაციის წევრებსაც ეზარებათ ჩასვლა . რა დღეშია რაიონში სტადიონეები და ბავშვთა ფეხბურთი, ვინაა პატრონი.არადა რაიონებიდან იყო ყველა დიდი ფეხბურთელი.ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს ფირველ რიგში.ვაისი აკვირდება ევროპაში მოთამაშეებს
givi
27 მარტი 2019 10:14
1
მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ვაისი შეცვლებს აგვიანებს და ზოგჯერ შემადგენლობის დაყენებაში ცდება, ამ კაცმა ნაკრების თამაში ფეხბურთს დაამსგავსა, გუნდი თამაშობს და მომენტებსაც ქმნის, რაც შეეხება რეზულტატს , რეალობას გავუსწოროთ რა თვალი , ბევრად ძლიერ ნაკრებებთან წავაგეთ და შვეიცარიასთან და ირლანდიასთან გასვლის მოგებას სულ რომ გვარდიოლა დააყენო ჩვენი გუნდით ვერ მოთხოვ. იმედია ნაკრები კიდევ დაიხვეწება ამ შესარჩევში რათა ერთთა ლიგა მაღალ დონეზე ჩავატაროთ!
ობიექტური ქომაგი
27 მარტი 2019 04:39
39
სად ნახე მეგობარო გუნდი და ფეხბურთი?
Homeros
27 მარტი 2019 05:54
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული