"მეორე ტაიმში აღარ იყო მორიდება" - საქართველოს ნაკრების წევრები ირლანდიასთან მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრებმა დავით ხოჭოლავამ და ოთარ კაკაბაძემ ირლანდიასთან (0:1) მატჩის შემდეგ "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთეს.

"თავიდან დაბნეულები ვიყავით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ და უკმაყოფილოები ვართ, რადგან მთავარი შედეგია. თუმცა ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ", - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

"გუნდმა ფეხბურთის თამაში მეორე ტაიმში დაიწყო, როდესაც დასაკარგი არაფერი გვქონდა. აღარ იყო მორიდება, რაც თამაშზეც აისახა. მაგრამ ჩვენი პრობლემაა, რომ პირველ და მეორე ტაიმებს სხვადასხვაგვარად ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვასწოროთ", - აღნიშნა დავით ხოჭოლავამ.

წყარო: 1tv.ge

alt 10-ბალიანი

სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გადამრევს ეს ხალხი მორიდება და კდემამოსილება თუ გინდოდათ, რაღას მიდიოდით დუბლინში ფეხბურთის სათაშოდ, ჩაეწერე ქართულ ცეკვებზე ან ტანვარჯიშზე და იტრიალეთ რამდენიც გინდა ვააახ... ფეხბბურთი კაცების თამაშია და რა შიშზე დაბნეულობაზე და მორიდებაზე ლაპარაკობს ეს ვერ გავიგე? რა უნდა ამას ნაკრებში საერთოდ!
ქარ
16:51 27-03-2019
3
არადა თქვენი არაფერი ბრალი არაა, ეს მატჩი ვაისმა წააგო პირწმინდად
გადასარევი გიორგი
14:36 27-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული