Breaking News: ირლანდიას საქართველოსთან მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sportall.ge წერდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში დუბლინში გამართული ირლანდია-საქართველოს მატჩის დროს მომხდარ ფაქტზე უეფამ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და შემდეგ საჯარიმო დარტყმიდან ჩვენმა ნაკრებმა გოლი გაუშვა.

ირლანდიური მედიის ინფორმაციით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და გულშემატკივრების არასათანადო ქცევის გამო ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ უეფა 16
მაისს გამოაცხადებს.

გარდა ტექნიკური წაგებისა (0:3), ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვეიცარია 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ირლანდიის ნაკრები კი გიბრალტართან მატჩში მოპოვებული 3 ქულის ამარა დარჩა.

სწორედ ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში ადგილები, დღეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო :)

მკითხველის კომენტარები / 53 /
ფუ ამის. რა ადვილად ვჭამე :D :D
robi
15:25 01-04-2019
2
კარგით რაა სიხარულისგან ყვირილი დავიწყე ჩაგეთვალათ
ლადო
14:49 01-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული