საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა. ხოლო მანამდე, თებერვალში 2 პოზიციით დაიხია უკან.
ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დავმარცხდით.
საქართველოს ნაკრების უკუსვლა ბენინის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია, რომელმაც მარტში ტოგოს ნაკრებს სძლია და აფრიკის ერთა თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამის შედეგად ბენინის ნაკრებმა სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა და
91-ე ადგილზე აღზევდა.
რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.
რაც შეეხება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე, ხოლო გიბრალტარი - 195-ე.
ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე, ბელორუსის ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით
უეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]
ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა