საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით

AutoSharing Option
ფოტო: fcordabasy.kz

ისმის პრეტენზიები ფეხბურთელების მიმართ, რომ მათი დონე შვეიცარიელებისას ჩამოუვარდება. მე ამ აზრს არ ვეთანხმები - საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ, ისინი სწორად უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ყაზახური "ორდაბასის" თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "სპორტის საათში" განაცხადა.

მან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაკრები მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩვენი ნაკრები ამ მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე მთავარი, რაც მე
დავინახე, არის ის, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად და მორალურად იყო მოუმზადებელი. მომეჩვენა, რომ ყველა კმაყოფილია იმ შედეგით, რაც გვქონდა ერთა ლიგაზე და ამიტომ ფეხბურთელებში მოტივაცია ვერ დავინახე. ორივე მატჩი სუსტად ჩავატარეთ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

პირველ რიგში, არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა. რიგ პოზიციებზე, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები - მაგალითად, მარცხენა მცველის პოზიცია. ძალიან დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ ნაკრებს არ შეუძლია მატჩის მსვლელობის დროს გადაწყობა, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.

ირლანდიასთან აგრესია გვაკლდა, მეტოქე კი გოლის გატანამდე ძალიან აგრესიულად თამაშობდა. მეორე ნახევარში მათ უკან დაიხიეს და კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. ამის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა გვქონდა, თუმცა ფაქტია, რომ კრეატიული ფეხბურთელები და ინდივიდუალური თამაში გვაკლდა, ფლანგებიდან შეტევები გვაკლდა, სისწრაფე ძალიან გვაკლდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შუა ხაზში ძალიან ბევრი ერთი ამპლუის ფეხბურთელი თამაშობს. ერთი მხრივ, ეს კარგია, ცენტრს აძლიერებს და უკეთესად ვაკონტროლებთ ბურთს, თუმცა ფაქტია, რომ ორ მატჩში ვერ ვნახეთ ვერც ერთი პოზიციური შეტევა, რომელსაც შეიძლება საგოლე უწოდო.

კვლავ ისმის პრეტენზიები ფეხბურთელების მიმართ, რომ მათი დონე შვეიცარიელებისას ჩამოუვარდება. მე ამ აზრს არ ვეთანხმები - საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ, ისინი სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ყველანი იყვნენ კმაყოფილები - ჟურნალისტებიც, გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც. ერთა ლიგაზე პირველი ადგილი დავიკავეთ და არანაირი მოტივაცია ამ შესარჩევის წინ არ იყო. მატჩების შემდეგ ამაზე აქცენტი მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომ ამ მატჩებს ბელორუსისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

იცით, მე რა მაინტერესებს? დავუშვათ, მოვუგეთ ბელორუსს - ღმერთმა ქნას. ორი მატჩის განმავლობაში ვერც ერთი მომენტი ვერ შევქმენით და ყველანი ამას მშვიდად შეხვდნენ. ავიღოთ თუნდაც ჯანოს ლიხშტაინერთან დაყენება. რამდენიც შეეძლო ჯანოს, სდია ლიხშტაინერს და დაიღალა.

ირლანდიასთან რამდენჯერმე მაღალი პრესინგის გაკეთება ვცადეთ, მაგრამ მცველები იმდენად ღრმად იყვნენ განლაგებულნი, რომ გრძელი გადაცემების შემდეგ ყოველი მეორე ბურთი ირლანდიელების იყო და შემტევი ფეხბურთელების მიერ განხორციელებული პრესინგი ფუჭი იყო.

ნაკრებში მუშაობა არის სპეციფიკური. ის სამი დღე, რაც ნაკრებთან სამუშაოდ აქვს მწვრთნელს, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ტაქტიკური ვარჯიშებისთვის და ფსიქოლოგიური მომზადებისთვის. ინფორმაცია ძალიან ბევრია. უნდა იყოს შესწავლილი მოწინააღმდეგე - მისი პოტენციალი შეტევასა და დაცვაში, შემუშავდეს გეგმა და სამი დღის მანძილზე ერთი და იგივე შემადგენლობით უნდა მიდიოდეს მზადება, რომელიც მოიაზრება და მწვრთნელმა წინასწარ უნდა გამოუცხადოს ის ფეხბურთელებს.

ჩვენ თამაშის დროს გადაწყობა არ შეგვიძლია. ხარაბაძეც ძალიან გამოგვადგებოდა, სივრცეს ბოლომდე გამოვიყენებდით. მთელი თამაში ცენტრში მიმდინარეობდა, ფლანგებს არ ვიყენებდით და ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამიტომ მე ვთვლი, რომ ნომინალური მარცხენა მცველის არყოფნაში სამი ცენტრალური მცველით უნდა გვეთამაშა.

ირლანდიის წინააღმდეგ კი უფრო კრეატიული ფეხბურთელების გამოყენება შეიძლებოდა. ბევრი ვარიანტი არსებობს, ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. ჩვენ ყოველთვის იქიდან უნდა გამოვდიოდეთ, თუ რა მასალა გვაქვს და როგორი ტაქტიკური სქემა და თამაშის სტილი", - განაცხადა კახაბერ ცხადაძემ.

altჯანო ანანიძე განმარტავს, რატომ არ გაჰყვა ნაკრებს დუბლინში

alt 10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება შვეიცარიასთან მატჩში

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

მკითხველის კომენტარები / 37 /
ხოხ შორიდან მეც ეგრე მეგონა, ახლა ადვილია ანალიზის გაკეთება.რას ამბობ შენ დროს ხომ ხევდა ნაკრები???
გიორგი
14:02 04-04-2019
5
რაც მალე წავა ვაისა, მით უკეთესი. რად უნდა ამას ამდენი ფიქრი. კაცი ზამენას ვერ აკეთებს და ფეხბურთელს ვერ არჩევს, ვინ სად უნდა ათამაშოს და ზოგადად ვინ უნდა გამოიძახოს იმას ვერ არჩევს. მეტი დაბალი დონე არც მინახია. მაგ შემადგენლობით, მაგი, რომც გასცდეს ბელორუსს, კოსოვოს ვერ მოუგებს. ან რანაირად მოუგებს ვინმეს, როცა, ვისაც კლუბებში 100 პროცენტიანი სათამაშო დრო აქვს, იმათ ან საერთოდ არ იძახებს, ან თუ იძახებს , არ ათამაშებს. აავსო გუნდი უთამაშებელი, ტრამვირებული და პენსიონერებით. ვინმე თუ ავალებს ამ ფეხბურთელების გამოძახებას არ ვიცი, შეიძლება ასეცაა, არც ეგაა გამორიცხული, რადგან არ მახსოვს, რომ ვაისა სადმე ჩასულიყოს და ვინმეს თამაში ენახოს. ანუ ვისაც ეტყვიან იმას ათამაშებს, აბა ასე დებილი როგორ უნდა იყოს მწვრთნელი, ან რატო ტოვებენ? ხოდა მივადექით ისევ ფედერაციას. ეს ფეხბურთელები სუყველა გასაშობია, 80 პროცენტი
ლევანი
15:00 03-04-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული