ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები უკუსვლას აგრძელებს

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა. ხოლო მანამდე, თებერვალში 2 პოზიციით დაიხია უკან.

ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების უკუსვლა ბენინის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია, რომელმაც მარტში ტოგოს ნაკრებს სძლია და აფრიკის ერთა თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამის შედეგად ბენინის ნაკრებმა სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა და
91-ე ადგილზე აღზევდა.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

რაც შეეხება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე, ხოლო გიბრალტარი - 195-ე.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე, ბელორუსის ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით

altუეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

alt ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთა ლიგაზე რაღაც ფარჩაკ გუნდებათან მოგების შემდეგ კობიაშვილის სადიდებელი ტროლებით რო აიკლეს აქაურობა ფედერაციის ტროლებმა ნეტა ეხლა სად არიან შემძვრალები..
მადლობა კობიაშვილს
05 აპრილი 2019 10:36
1
ბენინის ნაკრები პირველად გავიგე და უკვე გადაგვასწრო? მთავარია ვლადიმერ ვაისი ქართველი გულშემატკივრის საუკეთესო მწვრთნელია! ხალხს რომ ჰკითხო, საქართველოში არჩევნები ყალბდება, საუკეთესო მწვრთნელის არჩევის შედეგიც გაყალბდა? არა! უბრალოდ ლეღვები ხართ უმეტესობა და ლეღვურად ირჩევთ!
მოქალაქე
05 აპრილი 2019 01:50
5
გაგვიჭირდებოდა :/
12345
04 აპრილი 2019 21:27
1
კიდევ კარგად ვართ აქ საოცრებას ვერაფერ ვერ ვხედავ კანონზომიერია ყველაფერი.ნორმალურ გუნდში თუ გვყავს რომელიმე ფეზბურთელი?ქვეყნის ჩემპიონატი საცოდაობაა პირდაპირ ამ ყველაფერს ჩაკვეტაძის ტრავმაც დაემატა,თუმცა ეს დანაკლისი ცოტათი თუ გვიშველიდა,იმიტომ რომ აქ გიბრალტარი,სან მარინო სომხეთი და ა.შ არ არიან ჯგუფში.
Ghgghj
04 აპრილი 2019 17:26
4
ra gasakviria rom uku svla akvt!!! svarkis yureba jobua magat "vitom" pexburtis yurebas!!
სანდრო
04 აპრილი 2019 17:10
2
რა დღეში ვართ ტიტუუუუუუ:)
ლაშა
04 აპრილი 2019 16:06
6
Aჰა ბურთი და მოედანი , იმოქმედეთ. Dღესდღეობით არსენ ვენგერი უგუნდოდა და თანამედროვე ფეხბურთის მსოფლიო დონის იმ ერთეულ მწვრთნელთა ტოფ ხუთეულშია რომელთაც შედეგის დადება შეუძლიათ,ნებისმიერ მსოფლიოში საშუალო დონის გუნდთან,და დღეს მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების სწორი შერჩევოთ , და საჭირო ერთიანი სტრატეგიით, სათანადო ტაქტიკით კონკრეტულ მატჩებში ფეხბურთელების პროფესოინალრად ფუნქციონალურად განლაგებით ,ძლიერი, მსოფლიოს ოცეულში შემავალი ქართველთა ეროვნული ნაკრების შექმნის შესაძლებლობაა. Mოიწვიეთ,"მოთაფლეთ". ერთხელ მაინც იაზროვნეთ ორიოდე წლის წინწასწრებით ეროვნული სიძლიერით დადებითი შედეგის პერსპექტივით, ქართული ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა გამოიჩინეთ პროფესიონალიზმი.კობიმ ბრძნული ნაბიჯი გადადგას.უმოქმედობა ან რიგითი მწვრთნელის მოყვანა არაფრის მომცემია და მუხრუჭია,სამომავლოდ ნაკრების რეალური წინსვლისთვის. ზოგჯერ სწრაფი ქმედებაა საჭირო, ზოგჯერ დროზე თქმა,ზოგჯერ გაყუჩება,მაგრამ ყველა ქმედებას ან უმოქმედობა თავისი დრო აქვს და ან დიდი ზიანის მომტანია ან ეროვნულად წინსვლის ,უკანხევის საწინდარია ყოველთვის ,მესამე მოცემულობა,გზა არ არსებობს,ადგილზე ტკეპნაა.მაგალითები სავალალონი ქართველთა ყოფიდან სპრტშიც და სპორტის მიღმაც ბევრია,ქვეყნისთვის მავნედ ნაოქმედარი ან უკუ .UMOQMEDOBA ჩვენი სასულიეროთა მიერ ნეიტრალტეტის დაჭერით, პაუზის აღებით -საჯარო გაყუჩებით , უკრაინის მიერ ავტოკეფალიისთვის ბრძოლისას კრემლ-გუნდიაევის ალიანსთან რომელსაც მართლმადიდებლობასთან მცირე რამ თუ აკავშირებს და მხოლოდ ძალადობის ინსტრუმენტია სხვათა მიმართ.ჩვენ კი გავჩუმდით სადაც დროულად მხარდაჭერა იყო საჭირო , დავიწყებით ჩვენივე ავტოკეფალიისთვის საუკუნეებით ბრძოლაზე,ეს ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის მავნე ამ შემთხბევაში უმოქმედობისა და უამრავია ბოლო წლებში ან აჩქარებულად მოქმედებისა ან დაგვიანებულად ფაფხურისა ან უადგილოდ ბღენძვისა,,, ქვეყნისთვის ეროვნულად უკანსვლით,ყველაფერი დროზე კეთებული ფასობს ხალხისთვის დადებითი შეფეგის მომცემიი ქვეყნის მასშტაბით.ერთხელ მაინც შეწყვიტეთ სპორტულმა ფედერაციებმა უფულობაზე გაუთავებელი წუწუნი ყურდახშობილ ხელისუფალთთან აპელირებით, და დაიხარჯეთ მატერიალურად ხელთარსებულ სახსრებიდან ქართული ფეხბურთისთვის ან მიმართვით ქვეყნის ფინანსურ"მამამარჩენლებთანა"დახმარების თაობაზრ, და მოიყვანეთ არსენა ნაკრების მწვრთნელად, ორი წლით მაინც და გვეყოლება ეროვნული ნაკრები, ქართველებს რომ გვეკადრება გულსახარად , იმგვარი. მთქმელს გამგონიო ....თუ გაგიგიათ ზოგიერთ გაუგონარს,თუ ისევ შეაყარე კედელს ცერცვიო....,როგორც ყოველთვის გვემართება არგამგონეთ ჯამში კიუკანსვლით ,ჩვენს შემთხვევაში ქართული ფეხბურთის. არ გვეყო?,ზოგ ზოგთა უმოქმედობით, ერთ ადგილზე .....ყველაფერში.
Chicago
04 აპრილი 2019 16:02
10
ვენგერი არასოდეს ჩამოვა საქართველოს გასაწრთვნელად თუ წელიწადში 10 მილიონს არ მიცემ,მაგრამ მე ვურჩევდი კობიაშვილს დევდარიანს ჩააბაროს ნაკრები და დაცადოს, სრული მართლა თავისუფლება მიცეს და დარწმუნებული ვარ 2 3 წელიწადში დადებს შედეგს.
გოგა
04 აპრილი 2019 16:47
13
ეს ნაკრები მეორე ასეულში უნდა იყოს.ეს ხომ გუნდი არ არის.ეს არის ფეხბურთელების კრებული რომლებმაც არც თამაში იციან და არც ის აქ რისთვის ჩამოდიან.იმ ორი საშინელი თამაშის შემდეგ ჩანს რომ ვაისსა და მათ შორის სრული გაუგებრობაა.ხალხი კიდევ ხმას არ იღებს და ერთი წელი უნდა ელოდოს ბელორუსიასთან თამაშს.იმასაც კიდევ ან მოუგებთ და ან არა.
niko
04 აპრილი 2019 16:01
2
ჯერ სადახართ ამ შესარჩევის მატჩები ჯოჯოხეთად გვექცევა მაქსიმუმი გიბრალტართან ფრე ან მოგება იქნება ამიტოა კაი ოლიმიური სისტემა! წააგე? წადი სახლში უყურე ახა კიდე მეორედ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან მარცხს და მერე კიდე დანიასთან
ბორის შუტკინი
04 აპრილი 2019 15:35
1
ეხა ამ რეიტინგით თამაში თბილიში გაიმართება ერთა ლიგის თუ ბელორუსიაში.ჩვენზე წინ არიან რეიტინგში და ერთ მატჩიანი იქნება თან ნახეარფინალი და ძაან მაინტერესებს
georgia
04 აპრილი 2019 15:15
6
თუ გაინტერესებს ამდენ ხანში უნდა იცოდე, ჩვენ საუკეთესო ვიყავით ერთა ლიგაში და ბელოროსია მე-3 ამიტომ თბილისში ვეთამაშებით. მაკედონია კოსოვოს გამარჯვებული ჩვენს გამარჯვებულს შეხვდება. ფინალი ნეიტრალურზე გაიმართება.
Geo_Dinamo
04 აპრილი 2019 16:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული