ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები უკუსვლას აგრძელებს

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა. ხოლო მანამდე, თებერვალში 2 პოზიციით დაიხია უკან.

ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების უკუსვლა ბენინის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია, რომელმაც მარტში ტოგოს ნაკრებს სძლია და აფრიკის ერთა თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამის შედეგად ბენინის ნაკრებმა სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა და
91-ე ადგილზე აღზევდა.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

რაც შეეხება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე, ხოლო გიბრალტარი - 195-ე.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე, ბელორუსის ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით

altუეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

alt ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა დღეში ვართ ტიტუუუუუუ:)
ლაშა
04 აპრილი 2019 16:06
6
ესღა გვაკლდა, სრული ბედნიერებისთვის
irakli
04 აპრილი 2019 13:27
2
ერთა ლიგაზე რაღაც ფარჩაკ გუნდებათან მოგების შემდეგ კობიაშვილის სადიდებელი ტროლებით რო აიკლეს აქაურობა ფედერაციის ტროლებმა ნეტა ეხლა სად არიან შემძვრალები..
მადლობა კობიაშვილს
05 აპრილი 2019 10:36
1
ბენინის ნაკრები პირველად გავიგე და უკვე გადაგვასწრო? მთავარია ვლადიმერ ვაისი ქართველი გულშემატკივრის საუკეთესო მწვრთნელია! ხალხს რომ ჰკითხო, საქართველოში არჩევნები ყალბდება, საუკეთესო მწვრთნელის არჩევის შედეგიც გაყალბდა? არა! უბრალოდ ლეღვები ხართ უმეტესობა და ლეღვურად ირჩევთ!
მოქალაქე
05 აპრილი 2019 01:50
5
ეხა ამ რეიტინგით თამაში თბილიში გაიმართება ერთა ლიგის თუ ბელორუსიაში.ჩვენზე წინ არიან რეიტინგში და ერთ მატჩიანი იქნება თან ნახეარფინალი და ძაან მაინტერესებს
georgia
04 აპრილი 2019 15:15
6
თუ გაინტერესებს ამდენ ხანში უნდა იცოდე, ჩვენ საუკეთესო ვიყავით ერთა ლიგაში და ბელოროსია მე-3 ამიტომ თბილისში ვეთამაშებით. მაკედონია კოსოვოს გამარჯვებული ჩვენს გამარჯვებულს შეხვდება. ფინალი ნეიტრალურზე გაიმართება.
Geo_Dinamo
04 აპრილი 2019 16:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული