ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები უკუსვლას აგრძელებს

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა. ხოლო მანამდე, თებერვალში 2 პოზიციით დაიხია უკან.

ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების უკუსვლა ბენინის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია, რომელმაც მარტში ტოგოს ნაკრებს სძლია და აფრიკის ერთა თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამის შედეგად ბენინის ნაკრებმა სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა და
91-ე ადგილზე აღზევდა.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

რაც შეეხება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე, ხოლო გიბრალტარი - 195-ე.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე, ბელორუსის ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით

altუეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

alt ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთა ლიგაზე რაღაც ფარჩაკ გუნდებათან მოგების შემდეგ კობიაშვილის სადიდებელი ტროლებით რო აიკლეს აქაურობა ფედერაციის ტროლებმა ნეტა ეხლა სად არიან შემძვრალები..
მადლობა კობიაშვილს
10:36 05-04-2019
1
ბენინის ნაკრები პირველად გავიგე და უკვე გადაგვასწრო? მთავარია ვლადიმერ ვაისი ქართველი გულშემატკივრის საუკეთესო მწვრთნელია! ხალხს რომ ჰკითხო, საქართველოში არჩევნები ყალბდება, საუკეთესო მწვრთნელის არჩევის შედეგიც გაყალბდა? არა! უბრალოდ ლეღვები ხართ უმეტესობა და ლეღვურად ირჩევთ!
მოქალაქე
01:50 05-04-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული