ევროშესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიამ დუბლინში "ასტონ ვილას" ნახევარმცველ კონორ ჰურიჰანის გოლით 1:0 დაამარცხა (იხ. ვიდეო). მან ეროვნული გუნდის ვარჯიშის შემდეგ ის შეხვედრა გაიხსენა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩემი თამაშით არასოდეს ვარ კმაყოფილი, საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახლავართ. შესაძლოა, ქართველებთან გატანილი გოლი კარიერის დასასრულს სიამაყით გავიხსენო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი გავიტანე და ისიც ქართველებთან. მეტი გოლი მინდა. შემდგომ გამართულ 5-6 შეხვედრაში შემეძლო 1-2 გოლის გატანა, მაგრამ არ გამომივიდა.
ბოლოს, როდესაც თბილისში ვითამაშეთ, მე სათადარიგო ვიყავი, შეინ დაფიმ კი გაიტანა. მძიმე მატჩი იყო. იქ თამაში ადვილი არასოდესაა.
დანია კარგი გუნდია და საქართველო დაუზავდა. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, მათი გუნდი კი წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. სახლში დავამარცხეთ და იგივე ამჯერადაც უნდა გავაკეთოთ.
თავი არ უნდა დავზოგოთ და შედეგს მივაღწიოთ. ისინი ჩვენთან პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, მაგრამ იმედია, შაბათ საღამოს დადებით შედეგს მივაღწევთ", - ციტირებს ჰურიჰანის "ინდეპენდენტი".
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი თბილისში 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
ყველანი სტადიონზე, ხალხოო!