
"უფასა" და საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახლავთ და ამის თქმის საშუალებას სტატისტიკა გვაძლევს, რომლის ინტერპრეტაციაც შეუძლებელია, ფაქტი ფაქტია და რიცხვებს ვერ შეცვლი.
რუსულმა გამოცემა sportsdaily-მ გამოაქვეყნა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ, პოზიციების მიხედვით. მცველებს შორის ჯიმი ტაბიძე პირველ ადგილზე გახლავთ ართმევებით. 23 წლის მცველმა 12 ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს 34-ჯერ წაართვა ბურთი. საშუალოდ თამაშში 2,83 ართმევა აქვს. ჯიმი მე-3 პოზიციაზეა ჩაჭრების მხრივ. ქართველმა მცველმა 29-ჯერ ჩაჭრა ბურთი.
ბუნებრივია, საუკეთესოობა მხოლოდ
ჩაჭრების ან ართმევების მაჩვენებლით არ განისაზღვრება, თუმცა ამ კომპონენტებში ლიდერობა ტაბიძეს დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ ერთ-ერთ საუკეთესოდ წარმოაჩენს.
ჯიმიმ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა გამოიძახა, რუსეთის პრემიერლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც შეძლო.