საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
კიტეიშვილი არის ძალიან მაგარი.ოქრიაშვილი საერთოდ გამოსაძახებელი არაა.შენგელიას საერთოდ რატი იძახებენ თურქეთის მეორე ლიგაში საერთოდ არ ათამაშებენ.გვყავს ხარაიშვილი რომელიც დაფრინავს.ეს მწვრთნელი გამაგიჟებს.აი ოქრიზე ვარ ძალიან აკრეფილი.ტიპი დაძუნძულებს და რაღაც სისულელეეებს აკეთებს.
Buxrika
12 ოქტომბერი 2019 20:33
17
შენგელია იქნებ თურქეთის სუპერლიგაში თამაშობს???!!! რა რეცენზიები აქვს იქნებ წაიკითოთ!!!
დათო
12 ოქტომბერი 2019 21:36
2
შენგელა უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ქონიასპორის ფეხბურთელია და ამასთამავე ძირითადშიც თამაშობს.
იგორ
12 ოქტომბერი 2019 21:16
1
ყველა გამოხმაურება
გოლის გამტანი ფორვარდი არ გვყავს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ქვილითაია არაა ამ სტილის ფორვარდი ასეთი ფეხბურთელი ჯერ ჯერობით არ ჩანს ქართულ ფეხბურთში საქართველოს სჭირდება მაღალი დონის ცენტრაული თავდამსხმელი, რომელიც შეძლებს გოლების გატანას შოთა არველაძის შემდეგ ჩვენ ასეთი ფორვარდი აღარ გვყოლია და ამიტომაც გაჭირდა გოლების გატანა ყველა რგოლში შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია გარდა თავდამსხმელისა.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 19:28
2
ფეხბურთში ყველაზე უფრო ფასობს გოლი,გოლი კი ვერ გაგვაქვს,თუმცა საიდან გავიტანთ, როცა კარში არ ურტყამთ,უფრო სწორად არ გვარტყამინებენ.საჯარიმოს გათამაშება ამათმა არ იციან,კუთხური გათამაშება ამათმა არ იციან,არადა ესენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფეხბურთში.მოკლედ იმათი გამკვირვებია,ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი რომ არიან.....
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2019 20:52
37
კიტეიშვილი არის ჩვენი გუნდის ღერძი და დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს, საცოდაობაა შტურმში მისი ყოფნა :-/ მთლიანობაში გუნდს რაღაცა აკლია მარილივით თორე დაცვა გააუმჯობესეს და ეხლა შეტევაში ირევიან თითქოს :-/
ვაისსაც რაღაცა მარილივით აკლია, თუმცა მთლიანობაში ამ ეტაპზე უსიტყვოდ დასატოვებელია... ერთი კია, მაინც საჭიროდ ვთვლი რომ გუნდს შეათამაშოს სხვა ფეხბურთელებიც თორემ ისედაც ღონემიხდილი ანანიძემ ან ოქროს ან ვაკოს რამე რო მოუვიდეს მერე გვერდებს :-D
რა მაფიაა?
12 ოქტომბერი 2019 20:18
6
იოდიზირებული სვანური მარილი აკლია
იდალგო
12 ოქტომბერი 2019 20:39
5
დაცვა ვისწავლეთ გოლი ვერ გააქვთ მალე წინაც ვიზამთ რამეს:) მითუმეტეს ჩაკვე რო დაბრუნდება. ერთი ფაქტია ბოლო წლებში ყველა რო სამ ქულაზე ჩამოდიოდა და თამაშის დაწყებამდე ამბობდნენ კიდეც , ახლა არაა მთლა მასე საქმე , ირლანდია ნიჩიათი კმაყოფილია. დანიასაც არ ეტყობოდა უკმაყოფილება და თვითონაც იძახიან ამას. უკვე ანგარიშგასაწევი ვართ და ზაან კარგია.
ემირი
13 ოქტომბერი 2019 15:56
1
ვიცი კლავიატურაზე წერა ადვილია კრიტიკაც.მაგრამ მაგრამ მინდა გკითხოთ ჯანო ანანიძეს ნაკრებში რატომ უხმობს ვაისი? არ ბრძოლობს ეშინია სუსტია ვიყავი ტრუბუნაზე და ვუყურებდი
ზუკა
13 ოქტომბერი 2019 10:33
7
ერთი კარგი რაც გამოჩნდა ამ მატჩში, არის ის რომ ლობჟანიძის იმედი შეგვიძლია გვქონდეს, ქვილითაია ადრე უნდა შეეცვალა ლობჟანიძით და კიდევ ჯანოს ან ოქრის ნაცვლად, გვილია ან ლობჟანიძის გამოყვანა შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში სტატისტიკაშოლი მაგრად ვაჯობეთ მაგრამ რად გინდა, თუ გოლი ვერ შევუგდეთ.
Semi
12 ოქტომბერი 2019 19:34
1
ბოლო ორი თამაში აშკარად აქტივში აქვს ჩასაწერი ვაისსსაც და ნაკრებს. კანკავას დღემდე არ დაუკარგავს კლასი და სასიხარულოა. დაცვა დამაჯერებელი იყო. ნახევარდაცვას კარგად აჰქონდა ბურთი, ქვილითაია შესანიშნავად თამაშობდა ორთაბრძოლებში და... მერე იწყებოდა რაღაც გაუგებარი. ბოლო კი არა, ბოლოსწინა პასის კულტურაც კი არ გვაქვს, კაცი ერთი ერთზე გარბის და უკან უკეთებენ პასს, უაზრო ჩაწოდებები 2 თავით მაღალ მოწინააღმდეგესთან, ძალიან კარგად გახსნილი მოთამაშეების იგნორი… თავდამსხმელი დასარტყმელზე უნდა გაიყვანო, თორემ აგუერო და სუარესი ჩვენ არ გვყავს. ამ ბოლო პასს რომ ვერ აკეთებ, ათრიე ეს ბურთი რამდენიც გინდა და იძახე, არველაძე გვაკლია წინო...
Lasha
13 ოქტომბერი 2019 00:55
3
ფრეს დასჯერდა რა,უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს თუ უფრო მაგრა ითამაშეს....მართლა ვაი---სია....
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2019 20:39
25
მადლობა ბიჭებს, მოგება შეიძლებოდა... ოღონდ ვინც კონკრეტული თამაშისთვის 100%-ით არის მზად, ის უნდა დადგეს რა ძირითადში და თან თავის პოზიციაზე. გულიანი თამაში აუცილებელია, მაგრამ მარტო მაგით ფონს ვერ გავალთ. დღეს ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ყველა პოზიციაზე ჰყავს 2-3 ღირსეული მოთამაშე (ეს დიდი ფუფუნებაა), თუკი მიკერძოებული არ იქნება... შეცვლაზე კარგად შემოვიდნენ ბიჭები, ყოჩაღ შენგელიასა და ლობჟანიძეს, გამოძახებას ნამდვილად იმსახურებენ.
ლაშა
12 ოქტომბერი 2019 19:39
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული