საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
უთავმოყვარეო გუნდი.ესენი ფეხბურთელების გარდა ყველაფერი არიან.მთელი თამაში კარში არ დაურტყამთ ზუსტად და ამათ რაზე უნდა ელაპარაკო.მადლობა უეფას რომ ამ მათხოვრებს შანსი მისცა ლიგის თასიდან,მაგრამ მაინც ვერ გავლენ.ანანიძე საერთოდარ უნდა გამოიძახო.დადის ტიპი. გიბრალტარსაც ვერ მოუგებენ.ფუ შეგირცხვათ ნამუსი.გთხოვთ არ დაბლოკოთ.ყელსი ამოვიდნენ უკვე.და კომენტატორები ხო საერთოდ ანეგდოტია.რა უხაროდათ ამ უბედურებს.
ზაზა
12 ოქტომბერი 2019 19:33
18
საღოლ! მაგარი დაახურე :)) ეს არის თავმოყვარე გულშემატკივარი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს უკეთესს, მაგრამ ცოტაა შენისთანა ხალხი ძმაო. რას იზამ, ხან და ხან ნახირს შენ უნდა გაუძღვე :))
odala
12 ოქტომბერი 2019 21:09
7
ვაისა არის გასაგდები. რა ლობჯანიძე, რის შენგელია. მერე საუკეთესო კიტეიშვილი გაჰყავს და აბუ შემოჰყავს,. ყაზაიშვილი, ჯანო და ფინტიკრუშკა ოქრი ნაკრებისთვის შეუფერებლები არიან, ქვილო კიდე სჯობს მაგათ. რისთვის გამოიზახეს ლობჟანიძე და ხარაიშვილი. შემტევი ძალა, როგორც დანიასტან ოქრი, ჯანო და ვაკო არის ნული, რა არის ბოლობოლო, ყომარში ხომ არა აქვტ ადგილი მოგებული, არაფერი რომ არ შეუძლიატ ვერ ხედავთ? დამთავრდა მაგათი ფეხბურტი და ვეღარ უნდა მიხვდეთ? საქამდე უნდა ვათრიოთ? ეს კომენტატორები კიდე მთლად გამაგიჟეს, ასეთი უსირცხვილოები და უვიცები, სად შეიკრენ ნეტა. დაცვის და საყრდენების ხარჯზეა გუნდი და ბიჭებს არ ათამასებენ, ვისაც თამაში სეუძლია. მარაზმია ეს ყველაფერი. ფედერაცია დალპა, ან ახალგაზრდულში რა ხდება. აღარ გრცხვენიათ? 21-ე საუკუნეა ხალხო
ვასო
12 ოქტომბერი 2019 19:39
20
ირლანდია არ არის ძლიერი გუნდი.სამწუხაროა რომ ჯანო, ოქრი, ყაზა ადრე დაბერდნენ ფეხბურთისთვის. ერთი ჭკვიანი მწვრთნელი სანთლით საძებარია, ტაქტიკაზე არ ვამბობ , უბრალოდ საჭირო მოთამაშეების დაყენება ძირითადში და დროული ცვლილებები. აბა როგორ გაიტან გოლს თუ ნახევარდაცვაში სამი კაცის მქკ დაახლ.20 პროცენტია. ქვილითაია ამათ აძლევს პასებს, იმის მაგივრად იქეთ მოამარაგონ.ამ სამ ფეხბურთელს მე მაგალითად გამოვიყვანდი შეცვლაზე ბოლო 15 წუთი. დასკვნა, მწვრთნელი გვინდა უფრო ჭკვიანი კაცი.ისე ჩვენები 20-21 წლამდე კარგები არიან,მარა მერე ვერ ვითარდებიან, როცა საკუთარი თავისადმი მეტი მოთხოვნაა საჭირო
თამაზი
13 ოქტომბერი 2019 00:47
6
0:3 კარში დარტყმა. ვინ დასჯერდა ფრეს
Robert
12 ოქტომბერი 2019 19:23
1

მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ფეხბურთელები იყოთ, ისე იბრალებთ, როგორც ჩვენ გულშემატკივრობას, ორივე რიონს ვართ გასაყოლებელი.
კ ო მ ბ ლ ე
13 ოქტომბერი 2019 02:04
24
ხშირად არის ხოლმე შედარებები საქართველოს ნაკრების ისეთ ნაკრებებთან რომლებსაც არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები და ტოპ კლუბებში ფეხბურთელები მაგრამ აჰწევენ შედეგს კი არსებობენ ასეთი ნაკრებები,მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიძლება ნაკრები არ იყოს ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაგრამ იყოს ფიზიკურად ძლიერი მაგ.ისლანდია სადაც 185 ნაკლები არცერთი არაა სიმაღლეში ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად იგივე კოსტარიკა და სხვა ნაკრებები,ხოლო საქართველოს ნაკრები არც ფიზიკურადაა ძლიერი და არც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ 18-19 წლის ბიჭებისგან ვითხოვთ განსაკუთრებულად მაღალი დონის თამაშს რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში ნორმალურადაც კი არ დაუწყიათ ელემენტარული საბაზო კლუბიც კი არ გვყავს ქვეყანაში სადაც შეიძლება რომ ფეხბურთელი გაიზარდო ჩამოყალიბდეს და წავიდეს მერე კარგ ჩემპიონატში ასეთი კლუბი უკვე ყველა ქვეყანას აქვს როგორც მაღალი დონის ნაკრებებს ასევე საშუალო დონის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატი საერთოდ რა დონეზეაა სომხური კლუბებიც კი გვიგებენ უკვე ისეთი დრო დადგა ლუქსემბურგს და გიბრალტარსაც კი გაჰყავს გუნდები ევროპა ლიგაზე და ჩვენ 1 ხელ მოვახერხეთ სულ გასვლა 10 წლის წინ და იქაც ყველა თამაში წავაგეთ ჯგუფში და იმის მერე პლეიფოს იქით ვეღარ მივდივართ და რეალურები ვიყოთ ნუ გავაკრიტიკებთ უსაფუძვლოდ მწვრთნელს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია მაგრამ ყოვლად გაუგებარი ამბიციები პირიქით დამღუპველი.
Giorgi
13 ოქტომბერი 2019 01:44
4
კარგი გუნდი გვყავს, ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. კარგადაც ვითამაშეთ! ცოტა მენტალური გაძლიერება გვჭირდება და ირლანდია ბულკადაც არგვეყოფა! სასიამოვნოდ გამაკვირვა ელგუჯა ლობჯანიძემ, ძალიან ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელია! ახლა რომ მიულერი ჰყავთ გერმანელებს (ძველიც ყავდათ უფრო მაგარი) რაღაც იმას მაგონებს! კარგი იქნება თუ შემდეგ თამაშში სასტარტოში ვნახავთ! კიტეიშვილი რა თქმა უნდა სუპერრ!!! კანკავა, ოქრიაშვილი... ვაკოს დრიბლინგები, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
aburjga
12 ოქტომბერი 2019 19:52
12
ეეეჰჰ, ჩვენ ფეხბურთმა ჩაგვიქროლა და კაი 30 წლით გაგვასწრო. ნამეტანი სწრაფია ჩვენთვის თანამედროვე ფეხბურთი, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ფეხბურთი - თანამედროვე ფეხბურთი, არ არის ჩვენი სპორტი.
odala
12 ოქტომბერი 2019 19:36
15
იშოვა ვაისმა ქვილითაიას "ზამენა", კიდევ უფრო მაღალი და ახალგაზრდა - ლობჯანიძე
ლევანი
12 ოქტომბერი 2019 19:22
2
ეს ფეხბურთის გუნდი კი არა შეშინებული და უცოდინარი ადამიანების ჯოგია,რომელიც გრძნეულმა დაწყევლა და სასჯელად ფეხბურთის თამაში მიუსაჯა...აბა სხვანაირად ესენი ფეხბურთის გაგებაში არ არიან...მაგრა მეცოდება ალალად ის ხალხი ვისაც ამათი თამაში მოსწონს!!!!
kaxa
12 ოქტომბერი 2019 21:32
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული