ნიკანორ მელიამ თბილისის "დინამოსა" და ჩისკოზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: www.unm.ge

საქართველოს პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ საკუთარ "ფეისბუქ-გვერდის" საშუალებით თბილისის "დინამოს" შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც კლუბზე, "დინამოს" ამჟამინდელ დამრიგებელ ჩისკოსა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას შესახებ იყო საუბარი .

"დინამო თბილისში როცა გადავედი, მინდოდა მწვრთნელზე შთაბეჭდილება მომეხდინა და ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მივედი. იქ არავინ იყო. კიდევ ორი საათი გავჩერდი. არავინ არ ჩანდა. მერე ლორიამ დამირეკა დღეს გუნდელის ბავშვის ნათლობაა და არ მოვდივართ ვარჯიშზეო." - ჩისკო (დინამოს ესპანელი ფეხბურთელი)" - დაწერა ნიკანორ მელიამ.

Sportall.Ge
როგორც
აღმოჩნდა, ტექსტში გადმოცემული ამბავი მოგონილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თავად მელიამ აღნიშნული ამბის დადასტურება ან უარყოფა ჩისკოსაგან მოითხოვა, გიორგი ლორიას, კი როგორც ჩანს ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ენდობა.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა თქმა უნდა საქართველოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯანაშია რომ ჩამოვიდა ჯიპით მოსკოვიდან ნორვეგიასთან (?) თამაშის წინ, ბოსკამპის მწვრთნელობისას. მაგრამ...
თქვე დალოცვილებო, რა ასეთი უბედურება ჭირდათ მაშინდელ დინამოელებს, რომ ახლად ჩამოსული ესპანელი თანაგუნდელი ნათლობაზე არ დაპატიჟეს? გჯერათ ამის?
რატომ არავინ არაფერს წერთ ამის შესახებ. ჩემი აზრით ეს "ჩვენ მენტალიტეტში" არ ჯდება. ამას ბოსკამპიც დაგვიდასტურებს. დასკვნა? სიაფანდობაა ეს ყველაფერი. და მელიას სხვა საფიქრალი არაფერი არ აქვს? თუ მთლად რომ დაუფშტვინა მიშა-მაგარიამ (60 ეკლესიის ამშენებელმა:DDDD), სხვა თემებზე უნდა ყურადღების გადატანა? ვაი მაგათ პატრონს.
alexandre
14 ოქტომბერი 2019 12:06
2
პირველი: არ ვარ ნაციონალი
მეორე: მე-6 მე-7 ადგილს იკავებს იმ პარტიებს შორის რომელსაც ხმას მივცემდი
მესამე: სანამ ნიკანდრო მელია დაწერდა ამ სტატუსს, ეს ფაქტი და ჩისკოს ინტერვიუ დაიწერა ქართული სპორტის საიტზეც, მეც დარწმუნებული ვარ რომ ეს ინფო იყო ნათარგმნი ერთ-ერთი ესპანური(მარკა) გამომცემლობიდან,არ შეიძლება მელიამ მომატყუოს ის რაც მე მანამდე წავიკითხე ქართულ სპორტულ საიტზე(ადრე)
მეოთხე: იოჰან ბოსკამპი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთვნელი და ასევე დინამო თბილისის მწვრთვნელი,ვციტირებ მის ნათქვამს, ქართველები ყველანაირად კარგი ხალხია, ოღონდ მენტალიტეტი აქვთ :დებილი .

პ.ს. არ ვიცი ბოსკამპს ეს ციტატა რომ გაახსენოდ შეიძლება მოერიდოს დღეს მისი დადასტურება, მაგრამ ასე თქვა და თან ვერც გაამტყუნებ რომ ასე თქვა, ნახეთ რომელ წლებსი მოღვაწეობდა საქართველოში ბოსკამპი და მიხვდებით რატომაც თქვა !!!!!!!!!!

პ.ს.ს მელიას ბევრი ტყუილი უკადრებია, ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ ამ შემთხვევაში 100% სიმართლეა და არანაირ ცრუ ინფოს არ ავრცელებს, მითუმეტეს აზრზე არ ვარ საერთოდ რატომ გაიხსენა და ამოუტივტივდა ეს ინფო.
akaki
14 ოქტომბერი 2019 03:28
6
აკაკი შენზეა ზედ გამოჭრილი ნათქვამი: მელიამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო.
vaxo
14 ოქტომბერი 2019 10:06
5
ხვიჩა არ გჯერა ხომ, ვერ იზამდნენ ჩვენი "პროფესიონალი" ფეხბურთელები...კარგი არ დაიჯერო
irakli
14 ოქტომბერი 2019 02:15
1
ისე ხვიჩა გეკითხათ მართლაც ჩისკოსთვის და აღარ იქნებოდა ეს ფაქტი საჭოჭმანო.თუ გინდათ რომ ესე იყოს?
თამაზი
13 ოქტომბერი 2019 23:43
0
აბა, დაირაზმნენ ფედერაციის ტროლები :)
1234
13 ოქტომბერი 2019 22:23
6
ნაციონალი ტროლი რომ ადგილზე ხარ ფაქტია.
odala
14 ოქტომბერი 2019 00:58
11
არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყოს :D
goga
13 ოქტომბერი 2019 20:21
4
მაინც როგორ დაასკვენით, რომ სიცრუეა
mamuka09ze
13 ოქტომბერი 2019 19:36
4
რაღა ამ იდიოტის ინფორმაციას აქვეყნებთ და არაფერს ამბობთ იაპონია შოტლანდიის რეგბისტებს შორის დღეს გამართულ ბრწყინვალე მატჩზე
giorgi 3
13 ოქტომბერი 2019 19:33
7
აუუუუ მელია დაახვიე რა.რაც მიშაა მისი პარტიის წევრიც მასეთი იქნება.სულ გაგიჟდა ეგ საცოდავი ამ სამაჯურის ტარებით. ერთი ამტკიცებს ბაგრატი მე ავაშენეო და მალე ეს სულელიც იტყვის სიონი ჩემი აშენებულიაო))) ვაი მართლა თქვენს პატრონს)))
zaza
13 ოქტომბერი 2019 19:24
14
ნიკანდრო! მეორედ არ იკადრო. მაგრამ არსებობს? რაც არ იკადროს.
მელია.
13 ოქტომბერი 2019 18:55
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული