ვლადიმირ ვაისი: შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებულნი კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის.

შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ
გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

altსაქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში ივარჯიშა - ვაისი გოლს და 3 ქულას გეგმავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელის მოვალეობა ნაკრები მოამზადოს და გაიყვანოს სტადიონზე ყველა თამაში საქართველოს ნაკრებს ეტყობოდა რომ იყო დალაგებული მომზადებული ტაქტიკურად და ორგანიზებული მომენტებსაც ქმნიდა ესა მწვრთნელის მოვალეობა ხოლო მომენტების რეალიზაცია და შექმნა ეს უკვე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული მათ სათამაშო ფორმაზე და კლასზე და სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვყავს ისეთი დონის ფეხბურთელები რომლებიც ირლანდიას დანიას და შვეიცარიას ბევრ მომენტს შეუქმნიან შეიძლება ასეთ გუდნებთან 1-2 შანსი მოგვეცეს და მოგვეცა კდიეც მარა ვერ გამოვიყენეთ და ამაში მწვრთნელი რატოა დამნაშავე მწვრთნელი ხომ ვერ დარტყავს მოატყუებს და პას გაუკეთებს ფეხბურთელს? საქართველოს ნაკრების ყველა უბედურება ყოველთვის რატო ბრალდება მწვრთნელს ეგ არ მესმის სულ ასეა მუდმივად.
Giorgi
10:15 15-10-2019
4
გასულმა თამაშებმა აჩვენა რომ დაცვის და ნახევარდაცვის თამაში დაცვაში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, დანიას და ირლანდიას ფაქტობრივად თამაშიდან სახიფათოთ არც დაურტყავს კარებში, ეხლა შეტევაშია გამოსასწორებელი თამაში და ანგარიშ გასაწევ ნაკრებს დავემსგავსებით. გასულ თამაშში გამოჩნდა რომ თარიზში მოთამაშე ლობჟანიძის იმედი შეიძლება გვქონდეს, ასევე ჩაკვეც დაგვიბრუნდება და ნახევარ ფინალისა და ფინალისთვის დავითაშვილი და კვარაცხელიაც თუ მზად იქნება იმედია წარმატებას მივაღწევთ. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ გუნდს.
semi
10:09 15-10-2019
1

სიახლეები პოპულარული