საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასა და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება გერმანიაში დაიწყო. ვარჯიშის შემდეგ კომენტარი ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:
"შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს
იდეალურ ფორმაში შევხვდეთ".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით