საქართველოს ნაკრები - სრული შემადგენლობით და სრული სვლით შვეიცარიისაკენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასა და ხორვატიასთან მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელით ემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ორი დღეა გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება. 12 ნოემბერს ქართველმა ფეხბურთელებმა ლანდსბერგის სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.

ეროვნული ნაკრები შვეიცარიასა და ხორვატიასთან შეხვედრებს დაცვის ხაზში დანაკლისით ხვდება. სწორედ ამიტომ, ეროვნულ ნაკრებს თბილისის "საბურთალოს" წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი შვეიცარიაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩისწინა ბოლო ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

საქართველოს
ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს საფეხბურთო კლუბ "სენტ გალენის" სტადიონზე 15 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

19 ნოემბერი 21:00 საათი, პულა, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
ხორვატია - საქართველო

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
თავზეხელაღებული შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ ორივე თამაშში. დასაკარგი არაფერია და ამ თამაშებში გამოაჩინონ თავდასხმის პოტენციალი თუ რა შეგვიძლია და ვისი ან რისი იმედი გვექნება თავდასხმაში
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12:09 13-11-2019
1
ჰმმმმმმმმმ საცოდაობა იქნება.... არ შეიძლება არ ვითამაშოთ
reali
09:30 13-11-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული