15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.
როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.
მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.
88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.
სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)