გურამ კაშია: თუ მარტშიც ასე ვითამაშებთ, შედეგი აუცილებლად იქნება

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან მატჩის შედეგით (0:1) საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია შედეგით უკმაყოფილო იყო, ხოლო თამაშით - კმაყოფილი:

"ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტან,ა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.

​შვეიცარიის წინააღმდეგ
საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი რომ გაგვეტანა, თამაში შესაძლოა, ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ​ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.

იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
გრამაფონი, გრამაფონი. შედეგი ორ თამაშში მოდის და არა 1 წელში. ხორვატიასთანაც კარგად ვითამაშეთ გასვლაზე და საბერძნეთთანაც ქეცბაიას დროს.
ddgfdf
00:30 17-11-2019
0
დააა,... ვკითხულობ ფეხბურთელების კომენტებს და.. მძიმე შესაფასებელია, კარგად ვითამაშეთო...ვააა, მაკვირვებს...ამათგან მეგობრებო შედეგს ნუ ველოდებით,, სწორება ახალგაზედებზე ,რაღაც ოპტიმიზმის საბაბი მგონი გაჩნდა, ზრდას თუ განაგრძობენ ..
გუსანი
00:24 17-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული