ზურიკო დავითაშვილი: საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით.

რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზურა დავითაშვილო! კარგი თამაში იქნებოდა, რომ მოგეგოთ. ეს პატარა ბიჭი ეხლა იწყებს თამაშს და თავის თავს ასწავლის უკვე რომ წაგებულ თამაშსაც "კარგი" უწოდოს. ჩაუჯექი ეხლა ვიდეოჩანაწერს და გაანალიზე 3 მომენტიდან ერთი გოლი რატომ ვერ შეაგდე. სხვებსაც კითხე აზრი, სხვა ფეხბურთელები რას აკეთებენ მასეთ მომენტებში. მერე ვარჯიშებზე დაამუშავე ბევრჯერ და შემდეგ თამაშებში გამოგივა.
patrioti
20:09 16-11-2019
2
ვისაც ქართველის წარმატება არ გაუხარდეს... მაგრამ რა პრინციპით აკომპლექტებს ვაისი ნაკრებს ვერ ვგებულობთ ერთი გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში კი ამწვავებს თამაშს მაგრამ ერთი ძალიან ცოტაა უფრომეტი უნდა იმუშაოს დამამთავრებეკ ფაზაში უფრო მეტი სიზუსტეა საჭირო კარგად ურტყამს მაშინ როცა გოლი გადის დანარჩენი სისულელეა მეტი და მეტი მუშაობა თორე გავარდა რუბინი რუსეთის პირველი ლიგისთვის ნამდვილად არ მემეტებით
კახა
08:09 16-11-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული