ვაკო გვილია: ზოგ მატჩში არ გაგვიმართლა - მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს მზადყოფნაში შევხვდეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის წინ ივარჯიშა, შემდეგ კი ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სფფ-ის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელორუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ
ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოგიწოდებთ ფეხბურთელებს შეიკრიბოთ დაილაპარაკოთ ასევთქვათ ფიცი დადოთ ერთმანეთის და ქვეყნისთვის რომ ყველაფერს უკან გადადებთ და ამ გადამწყვეტ მომენტში რომ გაჭირვებულ დაბეჩავებულ განადგურებულ ქვეყანას და უბრალო ხალხს შეპირდით რომ ბოლომდე დაიხარჯებით ერთმანეთისთვის თავს გადადებთ და ბოლომდე იბრძოლებთ ერთი წამითაც არ მოდუნდებით საკუთარ ამბიციებს უკანა პლანზე გადაწევთ და ხალხს დაანახებთ რომ ქვეყნისთვის თავს არ დაზოგავთ მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლებთ იბრძოლებთ ისე როგორც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები დიდგორი იყო თუ კრწანისი კოჯორი იყო თუ შინდისი ხალხი უბრალო ხალხუ თქვენდს გვერდით გიდგათ და ბოლომდე გგულშემატკივრობთ.
კახა
02:31 18-11-2019
0
ამათ მარტო გიბლარტართან და ყაზახეთთან უმართლებს...
s.s.
02:14 18-11-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული