სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
თავს იტყუებთ თუ ილუზიებში ცხოვრობთ? ერთი ნორმალური საშუალო დონის გუნდი მითხარით სადაც ჩვენები თამაშობენ და რა ევროპა და რის შედეგს ითხოვთ? პ.ს შტურმი გოტებორგი და ა.შ ჭ კლასის გუნდებია რეალურად.
gio
20 ნოემბერი 2019 22:25
2
და საერთოდ მე იმის იმედიც არ მაქვს რომ ბელარუსთან ად კოსოვოსთან ესენი მაყუთს არ აიღებენ წაგებაში
lasha
20 ნოემბერი 2019 15:08
23
იქნებისიც გვითხრა, ვისთან აიღეს "მაყუთი" წაგებაში???
tngh
20 ნოემბერი 2019 15:55
0
ტარიელ წადი რა წყლის პირს იტირე, რა თავს დაგვტირი
mdaaa
20 ნოემბერი 2019 17:22
3
ყველა გამოხმაურება
კორუფციის ჭაობშია ქართული ფეხბურთი და არა მარტო,გამორიცხეთ წარმატება. გული მტკივა ამ ყველაფერზე.
გიორგი
21 ნოემბერი 2019 01:38
4
წინსვლა არის ფეხბურთელების მხრივ. ღოდესაც ქინქლაძე არველაძეები ქეცბაია თამაშობდნენ იმის შემდეგ დიდი ჩავარდნა იყო თალანთის მხრივ. Dღეს მოდიან ბევრი კარგი. ბიჭები და ახალგაზრდულს და პირველ ნაკრებს შორის შეიძლებოდა კარგი გუნდის დაყენება. შამჭუხაროდ ვაისი თავის თავს ვერ ენდობა და ვერ შგამოდგა ისეთი მწრვთნელი რომელიც გუნდს შისის გარეშე ათამაშებდა და თავდაჯერებას მისცემდა, ვერ შეკრა გუნდი. კვლავ მოივიკოჭლებთ ძალიან ფიზიკურ მომძადებაში. მეორე თაიმში კანკავას გარდა მთელი ნახევარ დაცვა და თავდასხმა შეტევიდა დაცვაში დასაბრუნებლად მოლასლასებენ. ამ დროს კი ნორმალური გუნდები ყოელთვის იყენებენ სიტუაციას და გოლს გვიტანენ რადგან ისისნი შეტევაში უფრო სწრაფად გადადიან თითო შეხებით, ან სწრაფი გათამაშებით. Gადახედეთ ბოლო თამაშების მეორე ტაიმის მეორე ნახევარ. Vაისი კი ამ დროს შეცვლებს არ აკედთებს სწორად და ბოლო 10 წუთში აკეთებს სეცვლეს. 10 წუთში ფეხბურთელი გახურებას ვერ ასწრებს და თამასში ჩართვას. მან მერე იცის ფედხბურთელების აჩემება ან ფედერაცია ერევა მის არჩევნებში. რამდენჯერ ათამაშა ისეთები რომელნიც თავის გუნდებშიც სკამზე ზიან და პრაქტიკა არ აქვთ? ჩხადაძეს ჯინაში ჩაუდგნენ არ ვიცი რა განხეთქილება იყო, მაგრამ ადამიანმა სთქვა იყო თანახმა ხელფასის დაკლებაზე. არა და მის ხელში გუნდა მაიწყო ქართული ფეხბურთის თამაში და ყველა იბრძოდა. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობ მე ამ პოზიციაზე ვთამაშოობ და იმ პოზიციას ვერ ვითამაშებ. ცალფეხა ფეხბურთიც მოკვდა. კი მესი ცალფეხაა მაგრამორივე ფეხით ურტყამდა პასს იძლევა , ასევე იყო მარადონა. ძოგი ჩვენ ი ფეხბირთლეი კი ისე ხმარობს სუსტ ფეხს თითქოს თავისი არ იყოს. კარში დარტყმა სამუშაოა. შენგელიას თუ რაგბში გარდასახვის დარტყმას ვარჯიშობს ეთამაშა რაგბი. ისე უსუსურად ურტყამს უმეტესობა ბურთს რომ ამერიკის ქალთა ნაკრებიც აჯობებდა მათ დარტყმის სიზუსტესა და სიძლიერეზე. ეზოს ფეხბურთი მოკვდა საქართველოში სამწუხაროდ. იქიდან მოდიოდა ბევრი ტექნიკა და ბურთის დაჭერა და ორი სამი კაცის მოტყუება ასევე გარაჯებზე და კედლებზე სამიზნეების დახატვა და მათზე ბურთის დარტყმაზე ვარჯიში. კედელთან ვარჯიში სასარგებლო პასისათვის და კარში დასართყამადაც და ორივე ფეხის სახმარად. გვიკვირს ბრაზილიელებნს საიდან აქვთ ამდენი ტექნიკა, ეს ხომ ქუჩის ფეხბურთიდან მოდის. ფლანგბზე გაჭრა და ბურთის ჩაწოდებას უმიზნოთ კიდევ რა აზრი აქვს თუ მოედანს ვერ ხედავე ან თავის ფერის მაისურს ვერ არჩევენ მოწინაარმდეგისგან? ამ დროს გვყავს მაღალი თავდასხმელები რომელთაც კარგი პასი სჭირდებათ, თავითაც შეუძლიატ თამაში და ფეხითაც. რამდენჯერ ჩააბარეს. დაცვიდან ბურთი მოწინააღმდეგეს უსუსური უმიზნო პასებით და იმწამსვე ბურთი შეგვიგდეს. მეკარემ კიდევ ფეხის ხმარება თუ არ იცის მას ფეხბურთელი არ ჰქვია დღეს დღეისობით. Mოკლედ ბევრ ნიჭს ვხედავ, მაგრამ ნიჭს დამუშავება სჭირდება, პირველად ყოვლისა საკუთარი ხარვეზების ცოდნა და მათზე დაუღალავად მუშაობა, რაც ეხ პროფესიონალიზმში გამოიხატება. საწიროა მწვრთნელი რომელიც ქართულ ბოდიშით დეპრესიულ, უჟმურ ხასიათს გამოასწორებს და ნუ დამიწუყებთ ეხლა კრიტიკას და ჩვენ მებრძოლები ვართო და ასე შემდეგ. ცაში ყურება, ზედმეტი "პოკაზუხური" პირჯვარის წერა, წვერების გაშვება, ტატუიროვკების გაკეთება, მარიაჟობა ანუ ამპარტავნობა, შური, ზედმეტად გოლის შემდეგ მაჯაზე კოცნები და დებილური აღნიშვნებიც კარგ ფეხბურთელს არ ჰქმნის.
გაიტანე გოლი წადი, კარგი გადაეხვიე შენს ძმებს, თანაგუნდელებს და სასწრაფოდ დაიკავე სათანადო პოზიცია. ისე აღნიშნავ ზოგი თითქოს მსოფლიო ჩემპიონობა მოიგეს, თან ბრაზილიას, ჰოლანდიას, ინგლისს, გერმანიას, ბელგიას ან მაგ დონის გუნდებს მოუგეს. შიდა ჩემპიონთშიც ასე ხდება ჭ კლასია ამ დროს. თავმდაბლობა უფრო შორს წაგვიყვანდა.
niko
20 ნოემბერი 2019 17:07
6
რა პროგრესი, ნაკრების სათავეში დგას უვიცი, კორუმპირებული პენსიონერი
max
20 ნოემბერი 2019 15:05
14
ეჰ, კრისტალს ამბობ, ავტორო, მაგრამ ჩვენ ოცნება გვირჩევნია რეალურ მოცემულობას. პატარა მუხტი იმხელა ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ ჭ ლიგის ჯგუფში რომ პირველი ადგილი დავიკავეთ, ლამის ევროპის ჩემპიონები გვეგონა თავი.
რაც არის არის. ახლა უნდა გაგვიმართლოს და მთავარია მოვუგოთ ბელარუსს და მერე ვინც იქნება იმას.
rasa
20 ნოემბერი 2019 14:52
6
ჩვენი პრობლემა ზოგადად იყო და არის პროფესიონალიზმი. როცა უნიჭიერესი და უძლიერესი ფეზბურთელები გვყავდა არ იყო ელემენტარული წესრიგიც კი გუნდში იმიტომ, რომ ისედაც არეული პერიოდი იყო ქვეყანაში და ეს დაეტყო ყველა სფეროს და ვერ მოვაბით თავი ორგანიზებული გუნდის შექმნას. ამაში ჩვენში არსებული კორუფციაა დამნაშავე, ე.ი. ისევ ჩვენშია პრობლემა. ეხლაა და არ გვყავს მაშინდელი ნიჭის და გაქანების ფეხბურთელები მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი თავმოუბმელობის გამო ვერ ვახერხებთ ძლიერი გუნდის შეკვრას, იმიტომ რომ ისევ და ისევ არ არსებობს ჟინი იმისა რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე. ამაში დამნაშავეა როგორც ფედერაცია ისე თვითონ ფეხბურთელები. მათ არ აქვთ ამბიცია იმისა რომ სახელი მოიხვეჭონ მსოფლიოში და პატივს სცემდნენ მათ მაღალი დონის ფეხბურთის თამაშის გამო. ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ხორვატია, ჩაუღრმავდით რატომ არიან ხორვატი ფეხბურთელები ასე მოთხოვნადები და რატომ აღწევს ნაკრები ამხელა წარმატებებს და აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, როგორც პიროვნული ასევე ორგანიზაციული და რაც მთავარია ეროვნული, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს.
Patrioti
21 ნოემბერი 2019 02:13
0
ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს გინდათ მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!
x.x
20 ნოემბერი 2019 16:31
3
თითქოს თამაშის ხარისხს არა უშავდა შვეიცარიასთან, მაგრამ ფაქტი ერთია - გიბრალტარის გარდა, დანარჩენ 3 გუნდს 6 თამაშში 1 ბურთი გავუტანეთ მხოლოდ და ის შეხვედრაც 1:5 წავაგეთ. numbers don't lie :)
odala
20 ნოემბერი 2019 15:56
4
რომ ამბობთ პროგრესი არ არისო და ბოლო 4 ციკლში მარტო 6 თამაში მოვიგეთ და როგორ შეიძლებაო, და მერე მწვრთნელს რომ აბრალებთ, ირლანდიას მაინც როგორ ვერ გაასწროო, ერთ რამეს გკითხავთ:ვინ გვყავს გოლის გამტანი ფეხბურთელები და თითოოროლა ვინც გვყავს, რამდენი თამაში იყვნენ უტრავმოდ და ფორმაში (ოქრი, ჯანო, მჭედლიძე, პაპუნაშVილი???) ერთI ჯანმრთელი ყაზაიშVილის იმედად ითXოვთ პრემიერლიგის გუნდებში მოთამაშე ირლანდიის გასწრებას? ჩაკვეტაძე როგორც კი გამოჩნდა, გუნდმა მოგება დაიწყო( მერე რა, რომ სუსტებთან, იქნებ ძლიერსაც მოუგოს, ვაცადოთ) როცა ეს ერთი კაციც არაა, ვაისმა გაიტანოს გოლი?პროგრესის არარსებობა ფეხბურთელთა არარსებობის პირდაპირპროპორციულია, ვაისს კი თავისი მინუსებიც ეყოფა
valderrama
21 ნოემბერი 2019 09:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული