ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.
უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.
ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.
მე რა მეშველება ემიგრაციაში ვარ 1ტვ უეჭველი დამბლოკავს
აი ჩვენ რაც შეგვეხება, ესეთი შანსი ღმერთმა საბურთალოს გასვლაზეც მიგვცა მაგრამ როგორ გამოვიყენეთ კი ვნახეთ.
ბოდიშით საფუძვლიანი პესიმისტური განწყობისთვის :)
თბილისში გვიან დანიშნული თამაში ბევრი წავაგეთ,მე-2 ტაიმში ფაქტიურად გვძინავს.