ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს არის თითქმის 100%-იანი შანსი! ამაზე მეტი რა შეიძლებოდა მე ვერ წარმომიდგენია. ორთავე თამაშის შანსი შინაურ კედლებში, არა მგზავრობა და ადაპტაცია, ნაცნობი გარემო და გულშემატკივარი... დარწმუნებული ვარ შეიქმნება ყველნაირად კომფორტული მოსამზადებელი გარემო ჯერ ნახევარფინალისათვის და შემდგომ (ღმერთმა ქნას) ფინალისათვის. ეხლა უკვე ყველაფერი მართლაც ფედერაციასა და მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რაც გულშემატკივრებზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ მაგ კუთხით არც ჩვენ შევირცხვენთ თავს.
ანესთეზეოლოგი
15:48 22-11-2019
3
აჰა, აგერ ბურთი აგერ მოედანი! ბიჭები დადებენ სულს და გულს მჯერა! ჩაკვე დაგვიბრუნოს ღმერთმა ჯანმრთელი!♥️
მარტვილსკი
15:49 22-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული