Sportall.ge ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს დაუკავშირდა და შესარჩევი ციკლის შეფასება სთხოვა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა და თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა:
"ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება არასწორი იქნება. ვლადიმირ ვაისი ჩემ მერე მოვიდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ...
არ მინდა, რომ მერე რაიმე სალაპარაკო გახდეს, თორემ ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაქვს. ციფრები ყველაფერს ამბობს...
საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთს ვუსურვებ,
რომ ბელარუსს მოუგოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს".
ჩვენ კახა ცხადაძეს ასევე ვკითხეთ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ვერ გავიდა, უნდა დატოვოს თუ არა ფედერაციამ ვაისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
"ეს ჩემპს კომპეტენციაში არ შედის. სფფ-ში დასხდებიან და შედეგებს გააანალიზებენ, გადაწყვეტილებას მიიღებენ".
ბოლოსკენ "ორდაბასის" ამჟამინდელ დამრიგებელს ვკითხეთ, დაბრუნდება თუ არა ეროვნულ ნაკრებში, თუ ის შეთავაზებას მიიღებს...
"მე ნაკრებში როდესაც მივედი, გუნდს უკვე 5 თამაში ჰქონდა ჩატარებული შესარჩევ ციკლში...
შემდეგი ციკლი ნაკრებს ჩემი ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა და მე მარტო 6 თვით არ ვიყავი მოსული.
მინდოდა, რომ ნაკრებისთვის შედეგი მომეტანა, თუმცა არ დამცალდა. ალბათ, ოდესღაც მოვა ის დღე, როდესაც ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდები, თუმცა ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.
მე რადგან ნაკრები ჩავიბარე, ე.ი. იქ მუშაობა მსურდა და მოვა დრო, როდესაც ამ სამუშაოს დავუბრუნდები", - აღნიშნა ცხადაძემ.
ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს
ლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის
სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ხორვატიასთან მატჩში