ნიონში ჩატარებულ ერთა ლიგის კენჭისყრას კოსოვო წარმომადგენლობითი დელეგაციით დაესწრო: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგიმ ადემი, გენერალური მდივანი ეროლ სალიჰუ, მისი მოადგილე მუჰარემ საჰიტი, მენეჯერი ბაირამ შალა და ნაკრების მწვრთნელი ბერნარდ შალანდი. წილისყრის შემდეგ კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მან საუბარი ევრო 2020-ზე შესაძლო მეტოქეებით დაიწყო:
"უკვე ვიცით, ევროპირველობაზე ჩვენთან ჯგუფში რომელი გუნდები შეიძლება მოხვდნენ.
ბედმა ასე განსაჯა და ორივე მატჩის სტუმრად ჩატარება მოგვიწევს. შიშის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, გვინდოდა ფინალური შეხვედრა ჩვენს სახელმწიფოში, პრიშტინაში, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო.
მიუხედავად ამისა, განვაგრძობთ ჩვენი
ოცნების განხორციელებას და მე მჯერა ფეხბურთელებისა და ტექნიკური პერსონალისა. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ არის პოზიტივი და აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ამიტომ ვიმუშავებთ და ორივე მატჩში გამარჯვების იმედი გვექნება, რათა ისტორიაში პირველად გავიდეთ ევროპის პირველობაზე".
26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი 31 მარტს სტუმრად საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს
ვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ევროპირველობაზე ჩვენი გასვლა დიდი, დიდი დღესასწაული იქნება
კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად