უკრაინელი ფეხბურთელი: ხოჭოლავა გვიმტკიცებს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებსო

AutoSharing Option
უკაინულმა სპორტულმა საიტმა futbik.com-მ ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველ ტარას სტეპანენკოსთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა და ამ უკანასკნელმა, საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ნიდერლანდებში მოგვიწევდა თამაში ადგილობრივ ნაკრებთან. რაც შეეხება ავსტრიას, ამ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვიყავით. ძალიან ვნერვიულობდით პორტუგალიაზე მესამე კალათიდან.  ჯგუფურ ეტაპზე ორი ტოპ ნაკრებთან ერთად ყოფნა არ გვსურდა. ახლა კი ვთვლი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს.

ხოჭოლავა გვიმტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენ არ ვართ მათთან თამაშის წინააღმდეგი. თუ რუმინეთი გავა
ევრო 2020-ზე, მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადებით.

ყველას კარგად ესმის, რომ შემდგომი წარმატებებისათვის ჯერ ჯგუფურ ეტაპის გადალახვააა საჭირო.,"- აღნიშნა სტეპანენკომ.

შეგახსენებთ, თუ რუმინეთის ნაკრები ვერ მოახერხებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას და ჩვენი ეროვნული გუნდი ფინალურ სტადიაზე მოხვდება, ქვეჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასა და უკრაინასთან ერთად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან დროული, ინფორმატიული და მნიშვნელოვანი სტატიაა!
გიორგი
14:41 04-12-2019
1
გიორგი, მართლა ამბობ?!...
არა მკითხე მოამბე
17:33 04-12-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული