
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა.
"26 მარტს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩს თბილისი უმასპინძლებს!".
ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს.