მოდიან ავტობუსებით, თვითმფრინავებით - ბელარუსთა ქომაგი მარტისთვის ირაზმება

AutoSharing Option
21 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართ ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ ბელარუსულმა ტურ-ოპერატორებმა მოქმედება დაიწყეს და ძალიან ბევრმა კომპანიამ ბელარუსი გულშემატკივრებისთვის ტურები შექმნა.

ტურები, ძირითადად, ორი სახისაა და გულშემატკივრებს საკუთარი ნაკრების საქომაგოდ, როგორც თვითმფრინავით, ასევე ავტობუსით წამოსვლა შეუძლიათ.

ავტობუსით მოგზაურებს რუსეთის გავლით ხანგრძლივი - სამდღიანი გზა ელით, თუმცა სრული პაკეტი, თავისი სასტუმროებითურთ, სულ რაღაც 185 ევრო უჯდებათ.

ხოლო მათთვის, ვისაც ფრენა სურს, არც მეტი, არც ნაკლები, ბელარუსის
ფეხბურთის ფედერაციის ტურისტული სააგენტო, დაახლოებით, 500 ევროს ფარგლებში სთავაზობს თბილისში მოგზაურობას.

თუ გავითვალისწინებთ ფასებსა და ბელარუსის ეკონომიკურ მდგომარეობას, თბილისში მოწინააღმდეგე ნაკრების ძალიან ბევრი ქომაგი შეიძლება ვიხილოთ.

26 მარტს თბილისში დიდი ამბები გველის...

Sportall.Ge







მკითხველის კომენტარები / 20 /
gacilebit cudat rogor cxovroben qartvelebi iq samushaod midian da belarusebi aq dasatvaliereblad chamodian realobas tvali gausworet xalxo ra
Alibeg
22 იანვარი 2020 15:15
3
ბელარუსი გაცილებით უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე საქართველო. ნუ დაწერთ, რომ ისინი ეკონომიკურად ჩვენზე უკეთ არიან.
Qartveli
22 იანვარი 2020 15:07
67
კაი რა მეგობარო. ერთ სულზე აქვთ 8000 დოლარი (GDP per capita), ჩვენთან არის სულზე მგონი 5 000 დოლარი. აბა შედარება იქნება? ის რატო არ გიკვირთ, რომ უკვე დაიწყეს ტურისტების მოზიდვა. სადმე გინახავთ ქართველების რეკლამა, არიქა ჩვენი გუნდი თამაშობს სადმე (მაგალითად აზერბაიჯანში) და გთავაზობთ ტურებსო? ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესშიც გვჯობიან.
kaira
22 იანვარი 2020 18:10
1
შეიძლება ფანტასტიკური ხელფასების არ აქვთ მაგრამ რაც არის სტაბილური სამსახური აქვთ და უფრო მეტი წარმოება .
საქართველო კი აქციეს წამალზე შემჯდარი ნარკომანივით (ტურისტების და ბინების გაყიდვის ეკონომიკის მეტი რომ არ არის) . ეს ყველაფერი დაიწყეს ნაცებმა და აგრძელებს ეს უხერხემლო მთავრობა.
ასე რომ ბელორუსი საოცნებო ეკონომიკა არა მაგრამ ჩვენზე უკეთ მართლაც არის . ყველაფერი აქვთ მანქანათმშენწბლობა, ქიმიური გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, ატომური ელ სადგურები და ა.შ. კარგი რაა .
ერთი რითაც "ვჯობივართ" ისაა რომ ჩვენ საკუთარ ყველაფერს ვანადგურებთ, დავცინით და აბუჩად ვიგდებთ და ამ ვითომ სტუმარმასპინძლობით და მოჩვენებითი თავის გამოდებით რაც გვაქვს მიწა დარჩენილი იქაც ჩამოსულებს მეტი უფლება აქვთ ვიდრე ადგილობრივებს.
მიხაელ
22 იანვარი 2020 16:02
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული