სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

AutoSharing Option
24 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის სეზონისთვის ეროვნული ლიცენზირების შედეგები განიხილეს და ასევე, საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"2020 წელს აღმასრულებელი კომიტეტი პირველად შეიკრიბა. ეს წელი ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი სხდომის ძირითადი თემა საკლუბო ლიცენზირების შედეგები გახლდათ. რამდენიმე გუნდი, გამოგზავნილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ლიცენზირების კომიტეტის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ასეთი კლუბი გახლავთ "ცხინვალი". დღეს
კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას. მათ უნდა წარმოედგინათ ყველა იმ ვალდებულების შესრულების დოკუმენტაცია, რომელიც კლუბს ჰქონდა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

შესაბამისად, ლიცენზირების კომიტეტი, რომელიც აკვირდებოდა კონკრეტულ ვადებში ვალდებულებების შესრულებას, ინფორმირებულ იქნება ამ საკითხის შესახებ და მათი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი."

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დავალიანების გადახდა არ უნდატ ატკუებენ ფეხბურტელებს უნგრევენ კარიერას და ასე შემდექ ,გაკოტრება ადვილია შეჭამენ ფულები კონტროლი არ ხდება ზარალდება მოტკუებული ფეხბურტელები
fanat
18:59 26-01-2020
0
ვაა კაი სიახლეაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული