საქართველო - ბელარუსი | ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია დაიწყო!

AutoSharing Option
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი.

გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. 

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“
შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული